930x90 Website name and slogan

Blogs

V, IV და III სპორტულ თანრიგებზე ტურნირები

 

დ  ე ბ უ ლ ე ბ ა

25-26იანვარი, 2020ქ. თბილისი, ჭადრაკის სასახლე

  1. ჩატარების ვადები და ადგილი: 25 -26 იანვარი;  2020 წ.   ქ. თბილისი, ჭადრაკის სასახლე.
  2. ჩატარების სისტემა: ტურნირი ტარდება ფიდეს წესებით, შვეიცარული სისტემით  7 ტურად.

საქართველოს სასკოლო ჩემპიონატი (07;09;11;13)

 

საქართველოს სასკოლო პირველობამ სტარტი თბილისის ჭადრაკის სასახლეში აიღო. ჩემპიონატზე მონაწილეთა რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა! ასპარეზობაზე საქართველოს თითქმის ყველა რეგიონის 234(!) მოჭადრაკე მონაწილეობს.
ჩემპიონატი 8 ტურნირად გაიმართება:07;09;11 და 13 წლამდე ასაკობრივ კატეგორიებში როგორც გოგონათა ასევე ჭაბუკებს შორის.საკუთარ ასაკობრივ კატეგორიებში გამარჯვებული მოზარდები ევროპის სასკოლო ჩემპიონატის საგზურით დაჯილდოვდებიან.

პარტიების პირდაპირი ჩვენება

სტურუამ პირველობა გაინაწილა!

საერთაშორისო დიდოსტატმა ზურაბ სტურუამ ჰოვიკ აირაპეტიანთან (სომხეთი) ერთად I-II ადგილები გაინაწილა ერევანში დასრულებულ  მარგარიანის რიგით მეათე მემორიალზე! 

გამარჯვებულს ნახევარი ქულით ჩამორჩნენ: არტურ დავთიანი და დავით შაჰინიანი (ორივე სომხეთი).

ტექნიკური შედეგები

ფედერაცია ულოცავს!

საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია დაბადების დღეს ულოცავს მსოფლიო ჭადრაკის ლეგენდას, მაია ჩიბურდანიძეს!

მაია ჩიბურდანიძე

მსოფლიოს 5-გზის ჩემპიონი;

საჭადრაკო ოლიმპიადების 9-გზის გამარჯვებული;

4-გზის საჭადრაკო ოსკარის მფლობელი;

ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენის კავალერი;

4-დან 4 გამარჯვება!

ლევან ფანცულაიამ 4-დან 4 გამარჯვება მოიპოვა  ინდოეთის დედაქალაქში დასრულებულ რიგით მერვე ‘ღია’ საერთაშორისო ტურნირის ფინიშზე და საპრიზო ადგილები გაინაწილა!

საქართველოს  მრავალგზის ჩემპიონმა 10-დან 8 ქულა დააგროვა და II - IV ადგილები გაინაწილა: ალექსეი ალექსანდროვთან (ბელარუსი) და პაველ პონკრატოვთან (რუსეთი) და მ პრანეშთნ (ინდოეთი) ერთად. ხოლო, პირველ ადგილზე 8,5 ქულით მასპინძელთა წარმომადგენელი აბიჟეტ გუპთა გავიდა.

მწვრთნელთა საყურადღებოდ!

 2020 წლის 25 იანვარს, შაბათს 12.00-ზე ჭადრაკის   სასახლეში ჩატარდება მწვრთნელთა ატესტაცია 'C'  კატეგორიის მისანიჭებლად.       
ატესტაციაში მონაწილეობის უფლება აქვთ   საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წევრებს,  რომელთაც გადახდილი აქვთ:   
 
1. 2020 წლის ჭადრაკის ფედერაციის საწევრო   შესატანი (24 ლარი);         
 
 2. სარეგისტრაციო შესატანი (30 ლარი).

I საკვირაო ღია ტურნირი ელვისებურ ჭადრაკში

 

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

19 იანვარი, 2020 წ.  თბილისი, ჭადრაკის სასახლე

1. მიზანი და ამოცანები: საქართველოში ჭადრაკის შემდგომი პოპულარიზაცია.

2. ჩატარების  ვადები  და  ადგილი:

- 19 იანვარი, 15:00 სთ.  თბილისი, ჭადრაკის სასახლე.

3.  მონაწილენი:

Top