930x90 Website name and slogan

ანდრია დადიანი

საქართველოში უხსოვარი დროიდან თამაშობენ ჭადრაკს,გადმოცემის თანახმად, ძველად, ქალი როცა თხოვდებოდა მზითევში ‘ვეფხისტყაოსანს’ და ჭადრაკს ატანდნენ. სამწუხაროდ, მემატიანეს არ შემოუნახავს უძლიერეს მოჭადრაკეთა სახელები. ისტორიაში ცნობილ ქართველ მოჭადრაკეთა სიას სათავეში ანდრია დადიანი უდგას.ჭადრაკზე უზომოდ შეყვარებული, ხელგაშლილი მეცენატი და XIX საუკუნის მეორე ნახევრის უძლიერესი ქართველი მოთამაშე.

პროფესიული ჭადრაკის სათავეებთან

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ემბლემაზე 1877 წლის დაფიქსირებამ განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭა ამ თარიღს ჩვენი ჭადრაკის ისტორიისათის . 1877 წლის სექტემბერში თბილისში ექვსმა პიროვნებამ ჭადრაკის მოყვარულთა წრე დააფუძნა. პირობის მიხედვით ისინი კვირაში ერთხელ იკრიბებოდნენ თითოეული მათგანის ბინაში.  ეს ცნობა მოძიებულია ჟურნალში „შახმატნი ლისტოკი“ 1878 №1.

 

 სავარაუდოდ ერთერთი დამფუძნებელია ალექსანდრ სმიტენი – თბილისის სასამართლო პალატის წევრი, შემდგომში თავმჯდომარე, უმაღლესი სამოქალაქო წოდებით.

ჭადრაკის განვითარების ისტორიიდან...

ჭადრაკი – სამაგიდო ლოგიკური თამაში, სინთეზი ხელოვნების, მეცნიერების და სპორტისა, ითვლებოდა მეფეების და არისტოკრატების თამაშად.

 მისი  წარმოშობის რამდენიმე ვერსია (ინდური, არაბული და სამხრეთ–აზიური)არსებობს.

 ალ ბირუნი (ჰორემზელი მეცნიერი, ავტორი შრომებისა ისტორია, გეოგრაფია.ფილოლოგია, ასტრონომია, მათემატიკა, გეოდეზია და სხვა; მოღვაწეობდა X-XI საუკუნეში) თავის ნაშრომში ინდოეთი გვიამბობს უძველეს ყველა ჭადრაკის მოყვარულისთვის კარგად ნაცნობ ლეგენდაზე, რომელიც უკავშირდება ჭადრაკის შექმნას ვინმე ბრამინის მიერ.

მნიშვნელოვანი თარიღები ჭადრაკის განვითარების ისტორიაში

1119 წელი – შედგა პირველი პარტია მიწერ–მოწერით ინგლისის მეფე ჰენრიხ I დასაფრანგეთის მეფე ლუდოვიკ VI შორის .

1173 – ფრანგულ მანუსკრიპტში პირველად გამოიყენეს ალგებრული საჭადრაკო ნოტაცია.

1471 – პირველი ნაშრომი საჭადრაკო თემაზე – გეთთინგენის ხელნაწერი.

1490  – პიველად გამოიყენეს გავლით აყვანის წესი.

1497 –პირველი ევროპული ნაშრომი დებიუტებზე ესპანელი ლუსენას ავტორობით.

Top