930x90 Website name and slogan

Blogs

Sophie Nikoladze's picture

ჩემპიონობა მეექვსედ!

ნონა გაფრინდაშვილმა სლოვენიის ბლედში დასრულებულ მსოფლიო პირველობაზე მეექვსედ მოიპოვა სენიორ (+65) მოჭადრაკეთა შორის ჩემპიონის ტიტული!

გამარჯვებულმა ტურნირზე 11 პარტიიდან 6 მოიგო, ხუთი ყაიმით დაასრულა და 8,5 ქულით ერთპიროვნულად დაისაკუთრა პირველი ადგილი. ჩემპიონატის მეორე ქართველმა მონაწილემ, შარშანდელმა ჩემპიონმა თამარ ხმიადაშვილმა 6 ქულა დააგროვა.

65+ ასაკის ვაჟთა შორის მოასპარეზე ვარლამ ვეფხვიშვილმა კი 6,5 დააგროვა და 33-ე ადგილს დასჯერდა.

წარმატებით ითამაშეს +50წლის  ვეტერან მოჭადრაკეთა შორის ქართველმა ვაჟებმა, 2016 წლის მსოფლიო ჩემპიონმა გიორგი ბაღათუროვმა და 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონმა ზურაბ სტურუამ, მათ შესაბამისად მეორე და მესამე ადგილები დაიკავეს.

ამავე ასაკის ქალთა შორის მოთამაშე ციალა ქასოშვილმა 6,5 ქულით მე-6, ხოლო გიული ალიხანაშვილმა კი 5,5 ქულით მე-15 შედეგი აჩვენა.

ჩემპიონატის ოფიციალური ვებგვერდი

  • Title: ჩემპიონობა მეექვსედ!
  • Posted by:
  • Date: 30-11-2018 1:56 AM
  • Tags:
Top