930x90 Website name and slogan

Blogs

Sophie Nikoladze's picture

საქართველოს ქალთა 76-ე ჩემპიონატის I ლიგა

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

10.12-19.12.2018 წ. ქ. თბილისი, ჭადრაკის სასახლე

1. მიზანი და ამოცანები:
  - ჭადრაკის შემდგომი პოპულარიზაცია;
  - საქართველოს ქალთა 76-ე ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მონაწილეთა     
    შერჩევა.
2. ჩატარების ვადები და ადგილი:
  ტურნირი ტარდება 2018 წლის 10-19 დეკემბერს ქ. თბილისში, ჭადრაკის სასახლეში. 
3. ტურნირის განრიგი:
          ტური           დღე          საათი
რეგისტრაცია 10 დეკემბერი 11.00 - 18.00
გახსნა 11 დეკემბერი 15.00
I ტური 11 დეკემბერი 15.00
II ტური  12 დეკემბერი 15.00
III ტური  13 დეკემბერი 15.00
IV ტური 14 დეკემბერი 15.00
V ტური  15 დეკემბერი 15.00
VI ტური 16 დეკემბერი 15.00
VII ტური 17 დეკემბერი 15.00
VIII ტური 18 დეკემბერი 15.00
IX ტური 19 დეკემბერი 15.00
დახურვა 19 დეკემბერი 20.00
4. სისტემა და დროის კონტროლი: ტურნირი ტარდება ფიდე-ს წესებით, 
  შვეიცარიული სისტემით, 9 ტურად. თითოეულს 1 სთ. და 30 წთ. 40 სვლაზე, 
  შემდეგ 30 წთ. პარტიის ბოლომდე. პირველი სვლიდან ბოლომდე, ყოველ სვლაზე 
  30 წამის დამატებით. 
5. მონაწილენი: ტურნირში მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოს ჭადრაკის 
  ფედერაციის წევრებს, რომელთაც გადახდილი აქვთ ფედერაციის 2018 წლის საწევრო.
  მოჭადრაკეთა და მათ მწვრთნელთა სამივლინებო ხარჯებს (მგზავრობა,    
  დაბინავება, კვება, სატურნირო და საწევრო შესატანი) გაიღებენ რეგიონული 
 ორგანიზაციები. 
6. კვალიფიკაცია: ტურნირში დაითვლება ფიდე-ს რეიტინგი.
7. სატურნირო შესატანი: 20 ლარი. საერთაშორისო დიდოსტატები და საერთაშორისო 
   ოსტატები განთავისუფლებული არიან სატურნირო შესატანისგან.
8. გამარჯვებულთა გამოვლენა: გამარჯვებულები გამოვლინდებიან ქულათა მეტი 
  რაოდენობის მიხედვით.
  ორი, ან რამოდენიმე მონაწილის მიერ თანაბარი რაოდენობის ქულების დაგროვების   
  შემთხვევაში ადგილები განაწილდება:
ა) ბუჰგოლცი - 1 (1 უდაბლესის გამოკლებით); 
ბ) ბუჰგოლცი (ყველა მეტოქის ქულათა ჯამი);   
გ) მოგებების რაოდენობით;
დ) პროგრესი (რეგრესით).    
 
9. საქართველოს ქალთა 76-ე ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მონაწილეთა შერჩევა:
   უმაღლესი ლიგა გაიმართება 2019 წელს (უმაღლესი ლიგის ჩატარების ვადებს, 
   სისტემას და მონაწილეთა რაოდენობას განსაზღვრავს საქართველოს ჭადრაკის
   ფედერაციის გამგეობა).
   უმაღლეს ლიგაში თამაშის უფლება აქვთ: 
     1. საქართველოს ქალთა 75–ე ჩემპიონატის 1–3 პრიზიორს;
     2. საქართველოს 2018 წლის 1-ელი ეროვნული ნაკრების წევრებს;
     3. I ლიგის საუკეთესო 1-5 მოჭადრაკეს. 
   ვაკანტურ ადგილს გადაწყვეტს საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის გამგეობა.                                       
10. საერთო წესები:
   -  ტურის დაწყებიდან 30 წუთზე მეტის დაგვიანების შემთხვევაში მონაწილეს 
      ჩაეთვლება წაგება.
- ნებისმიერ მონაწილეს უფლება აქვს გაასაჩივროს მსაჯთა კოლეგიის გადაწყვეტილება სააპელაციო კომიტეტში, რომელიც არჩეული იქნება გახსნის ცერემონიალზე. მონაწილე ვალდებულია პროტესტთან ერთად საქართველოს ჭადრაკის ფედერაციაში გადაიხადოს 20 ლარი, რომელიც პროტესტის დაკმაყოფილების შემთხვევაში უკან დაუბრუნდება. პროტესტი განხილული უნდა იყოს სააპელაციო კომიტეტის მიერ ტურის დამთავრებიდან 15 წუთის განმავლობაში.
ღონისძიებასთან დაკავშირებული საორგანიზაციო ხარვეზის შემთხვევაში მიმართეთ  საქართველოს ჭადრაკის ფედერაციიის ღონისძიებათა კომისიის სამდივნოს:        
დათო კოდუა – მობ: 593 60 09 11.  ელ-ფოსტა:  chesspoti@yahoo.com  
რეგისტრაცია: ნატა ალავიძესთან.  ტელ: 2-99-77-36,    მობ:    5-58 11 86 83. 
ტურნირის დირექტორი: საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ზ. მიქაძე                                     
მთავარი მსაჯი: საერთაშორისო არბიტრი მ. თანდაშვილი
  • Title: საქართველოს ქალთა 76-ე ჩემპიონატის I ლიგა
  • Posted by:
  • Date: 02-12-2018 12:24 AM
  • Tags:
Top