930x90 Website name and slogan

Blogs

Sophie Nikoladze's picture

ჯავახიშვილის წარმატებული გამოსვლა პოლონეთში!

პოლონეთის ქალაქ ვროცლავში დასრულდა კრისტინა რაძიკოვსკას ტრადიციული  მემორიალი. ასპარეზობა წინა წლებისგან განსხვავებული ფორმატით გაიმართა. პოლონეთის ქალთა ნაკრები მსოფლიო ჭადრაკის წარმომადგენელებს გაეჯიბრნენ სხვადასხვა სატურნირო დისციპლინაში.

პირველად კლასიკურ ჭადრაკში სცადეს  ძალები, შემდეგ კი სწრაფსა და ბასკურ ჭადრაკში გააგრძელეს ბრძოლა.

უცხოელთა ღირსებას იცავდნენ: ლელა ჯავახიშვილი (საქართველო; 2464) , დრონავალი ჰარიკა (ინდოეთი; 2494).
 ელიზაბეტ პეტცი (გერმანია; 2487), ჟანსაი აბდუმალიკი (ყაზახეთი;2470) ალმირა სკრიპჩენკო (საფრანგეთი;2408),

პოლონეთი: მონიკა სოჩკო (2458)  იოლანტა ზავადსკა (2423), კარინა შჩეპკოვსკა (2408),  კლაუდია კულონი (2333), ანა ვარაკომსკა (2233).

საჭადრაკო ‘სამჭიდი’ საბოლოოდ სტუმართა გამარჯვებით დასრულდა.  განსაკუთრებით თავი გამოიჩინა საქართველოს ნაკრების წევრმა ლელა ჯავახიშვილმა რომელმაც დაგროვილი ქულებით დიდი წვლილი შეიტანა საერთო გამარჯვებაში. მის ანგარიშზე:  3 (კლასიკური ჭადრაკი) + 5,5 (ბასკური) +6,5 (ელვისებური)= 15 ქულაა.

ასპარეზობის ოფიციალური ვებგვერდი

  • Title: ჯავახიშვილის წარმატებული გამოსვლა პოლონეთში!
  • Posted by:
  • Date: 12-12-2018 1:05 AM
  • Tags:
Top