930x90 Website name and slogan

Blogs

Sophie Nikoladze's picture

საჭადრაკო ფესტივალმა ხონში წარმატებით ჩაიარა!

16 დეკემბერს ხონის მუნიციპალიტეტის მერიამ და ჭადრაკის ფედერაციამ საჭადრაკო ფესტივალს  ‘ხონი 2018’ უმასპინძლა. ტურნირმა დიდი ინტერესი გამოიწვია. სწრაფ ჭადრაკში გამართულ შეჯიბრში იმერეთის, სამეგრელოს, გურიის და აჭარის რეგიონის 151 მოჭადრაკე მონაწილეობდა.

 ფესტივალს საპატიო სტუმრების რანგში ესწრებოდნენ: საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი გია გიორგაძე, მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ელვისებურ ჭადრაკში ნანა ძაგნიძე, საქართველოს ოლიმპიური ნაკრების წევრები: ევროპის ჩემპიონატების მრავალგზის პრიზიორი ევროპის პრიზიორი სალომე მელია და ინგა ჭარხალაშვილი.

 სხვადასხა ასაკობრივ ჯგუფში გამოვლენილ პირველ , მეორე და მესამე ადგილზე გასულ სპორტსმენებს თასები და სიგელები გადაეცათ. ასევე დაჯილდოვდა ტურნირის ყველაზე პატარა მონაწილე.
ასპარეზობის საზეიმო დახურვაზე ფესტივალის ორგანიზატორმა , ხონის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა ინგა ხურცილავამ მხარდაჭერისათავის მადლობა გადაუხადა: ხონის მუნიციპალიტეტის მერს ლადო ჯურხაძეს, ხონის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის,განათლების,სპორტის,ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელს  მანანა გოფოძეს და სამსახურის უფროსს სპეციალისტს  ავთო ხობუას.

ფოტოგალერეა

ტექნიკური შედეგები:

ღია ტურნირი

12 წლამდე

10 წლამდე

8 წლამდე

6 წლამდე

  • Title: საჭადრაკო ფესტივალმა ხონში წარმატებით ჩაიარა!
  • Posted by:
  • Date: 17-12-2018 6:26 PM
  • Tags:
Top