930x90 Website name and slogan

Blogs

Sophie Nikoladze's picture

პრეზიდენტობა მეოთხე ვადით!

22 დეკემბერს ჭადრაკის სასახლეში გამართულ საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საარჩევნო ყრილობაზე პრეზიდენტად მეოთხე ვადით,საერთაშორისო დიდოსტატი გიორგი გიორგაძე  ერთხმად აირჩიეს!

გიორგი გიორგაძე

საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი ვაჟთა შორის;

საკავშირო სპარტაკიადის და საკავშირო ახალგაზრდული თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი;

მცირე ოლიმპიური ბრინჯაოს მედლის მფლობელი;

საერთაშორისო ტურნირების (ბელგრადი, კალკუტა, ნალენჩოვი, პოდოლსკი, ვილა ბენასკიე, გაუსდალი, ბადე-ბადენი, ფელდენი, ლინარესი, ლა კორუნია, კუკსხავენი, სან მარინო, სან სებასტიანი, პოდოლსკი, ელგოიბარი, მანრესა, ბად ცვიცტენი, ბად ვორისხოფენი, კროპოტკინი, მიუნსტერი, ამანტეა, ვილა ლობრედო) გამარჯვებული და პრიზიორი.

ესპანეთის საკლუბო ჩემპიონატის მრავალგზის გამარჯვებული და პრიზიორი;.

1990-1991 წლებში მსოფლიო ჩემპიონ გარი კასპაროვის მწვრთნელთა გუნდის წევრი;

2008 წ-დან საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი.

მისი ხელმღვანელობით 2008-2018 წლებში მოპოვებულია მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატების სხვადასხვა სინჯის მედლები:

ინდივიდუალური: 51-ოქროს, 57 ვერცხლის, 49 ბრინჯაოს მედალი.

გუნდური: 32-ოქროს, 39 ვერცხლის, 35 ბრინჯაოს მედალი.

სულ: 83-ოქროს, 96 ვერცხლის, 84 ბრინჯაოს მედალი.

ჯამში მედლების რაოდენობა - 263

განსაკუთრებით აღსანიშნავია ქალთა გუნდის გამარჯვება: 2008 წლის  მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიდაზე და 2015 წლის მსოფლიო გუნდურ ჩემპიონატზე. ასევე ნანა ძაგნიძის ევროპის ჩემპიონობა კლასიკურ  ჭადრაკში, მსოფლიოს ჩემპიონობა ელვისებურ ჭადრაკში და ბაადურ ჯობავას მრავალგზის პრიზიორობა ევროპის ჩემპიონატებზე!

 ფედერაციის წევრთა საერთო სტატისტიკა მსოფლიო ჭადრაკში:

  • დღეის მონაცემებით FIDE-ში რეგისტრირებულია 2273 მოჭადრაკე;
  •  ფიდეს რეიტინგი აქვს - 1157 მოჭადრაკეს:
  • საერთაშორისო დიდოსტატი - 29
  • საერთაშორისო ოსტატი - 36
  • FIDE-ს ოსტატი - 19
  • ქალთა შორის საერთაშორისო დიდოსტატი - 26
  • ქალთა შორის საერთაშორისო ოსტატი - 13
  • ქალთა შორის საერთაშორისო FIDE-ს ოსტატი - 18
  • საერთაშორისო ორგანიზატორი - 8
  • FIDE-ს სენიორ მწვრთნელი - 6
  • FIDE-ს მწვრთნელი - 16
  • არბიტრი - 14
  • FIDE-ს არბიტრი - 11.

ჭადრაკის ფედერაციის შედეგები საქართველოს სპორტულ ცხოვრებაში:

2008 წელი - საუკეთესო გუნდი - ქალ მოჭადრაკეთა ნაკრები

2011 წელი - საუკეთესო გუნდების სამეულში - ქალ მოჭადრაკეთ ნაკრები;   ათ საუკეთესოში ახალგაზრდა სპორტსმენი - მერი არაბიძე

2014 წელი - საუკეთესო სპორტული მენეჯერი - გიორგი გიორგაძე

2015 წელი - საუკეთესო ეროვნული ნაკრები - ქალ მოჭადრაკეთა ნაკრები

2016 წელი - არაოლიმპიურ სახეობათა შორის საუკეთესო ათეულში -ნანა ძაგნიძე, ბაადურ ჯობავა.

2017 წელი - საუკეთესო სპორტსმენი არაოლიმპიურ სახეობებეში - ნანა ძაგნიძე.

დღესდღეობით საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია ღირსეულად დამკვიდრდა მსოფლიო ჭადრაკსა და ქართულ სპორტში   წამყვანი ფედერაციის  რანგში.

საქართველომ  ბოლო წლებში უმასპინძლა:

ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატს (2010;2014) 

ევროპის თასის გათამაშებას კადეტთა შორის (2013); 

მსოფლიო ჩემპიონატს კადეტთა შორის (2016);

ევროპის ქალთა ჩემპიონატს კლასიკურ ჭადრაკში (2011;2014);

ევროპის ქალთა ჩემპიონატს სწრაფ და ელვისებურ ჭადრაკში (2011;2014);

მსოფლიო ქალთა ჩემპიონატს სწრაფ და ელვისებურ ჭადრაკში (2012);

ევროპის ვაჟთა ჩემპიონატს კლასიკურ ჭადრაკში (2018);

მსოფლიო გრან პრის გათამაშების ეტაპს ქალთა შორის (2014;2016);

 მსოფლიო გრან პრის გათამაშების ეტაპს ვაჟთა შორის (2015);

ვაჟთა შორის მსოფლიო თასის გათამაშებას (2017);

43- მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადას (2018).

მოქმედმა პრეზიდენტმა 2008 წელს  ორგანიზაცია ჩაიბარა:

სახელმწიფოს მიმართ 80 000 ლარიანი დავალიანებით, გაუქმებული უზურფუქტის ხელშეკრულებით (თბილისის ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლის მიმართ), არ არსებული სტაბილური საშეჯიბრო კალენდრით. ფედერაციის ბიუჯეტი კი 150 000 ლარს შეადგენდა.

ათი წლის  განმავლობაში საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია ღირსეულად დამკვიდრდა ქართულ სპორტში ერთ-ერთი წამყვანი ფედერაციის  რანგში.

ყველა რეგიონში დაფუძნდა ფედერაცია, სკოლა და კლუბი.2018 წელს ქალაქ თბილისის მერიასთან გაფორმდა 10-წლიანი უზურფუქტის ხელშეკრულება ჭადრაკის სასახლის მიმართ. 2019 წლის საშეჯიბრო კალენდარში გათვალისწინებულია 89 (!) ღონისძიება, რომელთა დაფინანსება უზრუნველყოფილია. წინა წლებთან შედარებით მნიშვნელოვნად გიზარდა სახელმწიფოს დაფინანსება. ფედერაციას გააჩნია დამოუკიდებელი შემოსავალი, რომლითაც ფინანსდება განვითარების პროექტები. წარმატებით  მუშაობს ფედერაციის  ვებგვერდი და  ჭადრაკი სოციალურ მედიაში აქტიურად შუქდება.

2019 ს საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის  პრიორიტეტები:

ბავშთა ჭადრაკის განვითარება (აღმოვაჩინოთ ტალანტები)

რეგიონული მწვრთნელების როლის გაზრდა;

სტაბილური ეროვნული და საერთაშორისო კალენდარი (2019წ. დაგეგმილია ბავშთა 39 ტურნირი);

თბილისის საერთაშორისო აკადემიის პროგრამები;

განსაკუთრებით მონაცემების ბავშვებისთვის საწვრთნელი შეკრებები (უცხოელი სპეციალისტების მოწვევით);

მწვრთნელთა გადამზადების პროგრამები;

ეროვნული ნაკრებების მხარდაჭერის პროგრამები

ეროვნული ნაკრების წევრებთან ინდივიდუალური ხელშეკრულებების გაფორმება;

გუნდური და ინდივიდუალური საწვრთნელი შეკრებები მაღალი კვალიფიკაციის უცხოელი თუ ქართველი სპეციალისტების მონაწილეობით;

საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობის პროგრამა;

რეგიონებში ჭადრაკის განვითარება

ადგილობრივ თვითმართველობებთან თანამშრომლობით საჭადრაკო ინფრასტრუქტურის განვითარება;

საოფისე და საჭადრაკო ინვენტარით აღჭურვა;

ეროვნული და საერთაშორისო მასშტაბის ტურნირების ორგანიზებაში ხელშეწყობა;

საჭადრაკო ტელევიზია

საქართველოში ჭადრაკის პოპულარიზაციის გაზრდა;

ეროვნული და საერთაშორისო ტურნირების ტრანსლირება;

საჭადრაკო გაკვეთილების და შემეცნებითი გადაცემების ორგანიზება.

 

 

 

  • Title: პრეზიდენტობა მეოთხე ვადით!
  • Posted by:
  • Date: 24-12-2018 7:53 PM
  • Tags:
Top