
ქართული გრან პრის ეტაპების მრავალგზის ჩემპიონმა ელვისებურ ჭადრაკში გიგა ყუფარაძემ სახალწლო ‘ღია’ ტურნირზე ‘თბილისის მერიის თასი’ ერთპიროვნულად იმარჯვა!
გაამრჯვებულმა 9-დან 8 ქულა დააგროვა და ერთი ქულით გაასწრო უახლოესს მდევარს. 7-7 ქულა დააგროვეს და დამატებითი მაჩვენებლებით შემდეგნაირად განაწილდნენ:
II ადგილი - სოფიო გვეტაძე - ქალთა შორის საუკეთესო;
III ადგილი - ლუკა პაიჭაძე;
IV ადგილი - ივერი ჭიღლაძე.
ქალთა შორის დაწესებული სამი პრიზი შემდეგნაირად განაწილდა:
I - მაკა ფურცელაძე;
II - ინგა ჭარხალაშვილი;
III - ალექსანდრა ვახანია.
სენიორთა შორის ორივე ასაკობრივ კატეგორიაში იყო დაწესებული სეციალური პრიზები:
50+ ქალი - ლიანა ბიბილაშვილი; 50+ ვაჟი - გიორგი ბაგატუროვი;
65+ ქალი - თამარ ხმიადაშვილი; 65+ ვაჟები - გიორგი ბიბილაშვილი;

- Title: საახალწლო ტურნირი ყუფარაძის პირველობით დასრულდა!
- Posted by:
- Date: 31-12-2018 2:53 AM
- Tags: