930x90 Website name and slogan

Blogs

Sophie Nikoladze's picture

ჭადრაკის სასახლეში ბოკუჩავას მემორიალი დასრულდა...

 

თბილისის ჭადრაკის სასახლეში დასრულდა ამაგდარი ქართველი მწვრთნელის ალექსანდრე ბოკუჩავას თასის გათამაშება.

ასპარეზობა შვეიცარული სისტემით 7 ტურად გაიმართა როგორც გოგონათა ასევე ჭაბუკებს შორის.

ჭაბუკებში 7-დან 5,5 ქულით ერთპიროვნულად გაიმარჯვა  თორნიკე წერეთელმა (თბილისი;მწვრთნელი იოსებ კვირიაშვილი).

გამარჯვებულს ნახევარი ქულით ჩამორჩნენ და დამატებითი მაჩვენებლებით შემდეგნაირად განლაგდნენ:

2.ილია კავკასიძე (თბილისის საერთაშორისო საჭადრაკო აკადემია;მწვრთნელი დავით ზარქუა);

3.გიორგი ნაყოფია (ზუგდიდი; მწვრთნელი მადონა ბოკუჩავა);

4.საბა ლომსაძე       (თბილისი;მწვრთნელი დავით გურგენიძე);

5.ანდრია ლოლაძე (თბილისის საერთაშორისო საჭადრაკო აკადემია;მწვრთნელი დავით ზარქუა);

6.ლუკა კილაძე        (თბილისის საერთაშორისო საჭადრაკო აკადემია;მწვრთნელი დავით ზარქუა);

7.დავით გოცირიძე  (თბილისი).

ტექნიკური შედეგები

გოგონათა შორის დამაჯერებლად გაიმარჯვა ფოთის საჭადრაკო სკოლის მოსწავლემ დიანა ლომაიამ (მწვრთნელი გოჩა ჩაჩუა). მის აქტივში 7-დან 6,5 (!) ქულაა. 5-5 ქულით II-III ადგილები გაინაწილეს:მარიამ დოლაკიძემ (თბილისის საერთაშორისო საჭადრაკო აკადემია;მწვრთნელი დავით ზარქუა) და ელენე წოწონავამ (ფოთი; მწვრთნელი გოჩა ჩაჩუა).

ტექნიკური შედეგები

ტურნირის დახურვაზე  საპრიზო სამეულში გასული მოჭადრაკეები დააჯილდოეს:მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადების მრავალგზის გამარჯვებულმა, მსოფლიოს ორგზის ვიცე-ჩემპიონმა ნანა ალექსანდრიამ, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა გია გიორგაძემ და ალექსანდრე ბოკუჩავას მეუღლემ მაია  ბოკუჩავამ.

დებულება

ფოტოგალერეა

 

  • Title: ჭადრაკის სასახლეში ბოკუჩავას მემორიალი დასრულდა...
  • Posted by:
  • Date: 24-01-2019 1:53 AM
  • Tags:
Top