930x90 Website name and slogan

Blogs

Sophie Nikoladze's picture

კახეთში, მორიგი საჭადრაკო კერა დაფუძნდა!

24 იანვარს, საჭადრაკო აქტივობით გამორჩეულ მხარეში  მორიგი კლუბი გაიხსნა.  ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტმა ზურაბ აზმაიფარაშვილმა და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა გიორგი გიორგაძემ,  საჭადრაკო კლუბი  ლაგოდეხში, საზეიმო ვითარებაში გახსნეს და ინვენტარიც გადასცეს საჩუქრად.


საჭადრაკო კლუბი ადგილობრივი თვითმმართველობის ფინანსური მხარდაჭერით გაიხსნა და სწავლა უფასოა. კლუბში იფუნქციონირებს სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები.
ღონისძიებას კახეთის მხარის გუბერნატორი (კახეთის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი) ირაკლი ქადაგიშვილი, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერი ჯონდო მდივნიშვილი, ლაგოდეხის საკრებულოს თავმჯდომარე კარლო ჯამბურია,  ჭადრაკის მოყვარულები და ადგილობრივი მოსახლეობა ესწრებოდა.

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა გიორგი გიორგაძემ დამსწრეებს 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადისადმი მიძღვნილი ფოტოალბომი გადასცა საჩუქრად

და ნორჩ მოჭადრაკეებისთვის ერთობლივი თამაშის სეანსიც გამართა.

კლუბის გახსნაზე  დამსწრეებს  ლაგოდეხის  კლინიკა ‘არქიმედე’-ს  ხელმძღვანელობამ სასიამოვნო სიურპრიზი შესთავაზა. კლინიკის წარმომადგენელმა კახაბერ ვარადაშვილმა ქალაქის  გამორჩეული საჭადრაკო ოჯახის  ლიმარის წევრებს  ერთი წლის განმავლობაში საწვრთნელ-სათამაშო  პროცესის ორგანიზებაში დახმარება აღუთქვა.

  • Title: კახეთში, მორიგი საჭადრაკო კერა დაფუძნდა!
  • Posted by:
  • Date: 25-01-2019 8:14 PM
  • Tags:
Top