930x90 Website name and slogan

Blogs

Sophie Nikoladze's picture

ქართველმა მოჭადრაკეებმა ჩეხეთში წარმატებით იასპარეზეს!

 

ჩეხეთის ქალაქ მარიენბადში დიდი საერთაშორისო ფესტივალი გაიმართა. ასპარეზობის ფარგლებში რამდენიმე ტურნირი ჩატარდა ქართველი მოჭადრაკეების მონაწილეობით.

ყველაზე ძლიერ ‘A’ ტურნირში შესანიშნავად იასპარეზა ლუკა ობოლაძემ! თბილისელმა მოზარდმა  9-დან 5 ქულა დააგროვა და მხოლოდ ნახევარი ქულით ჩამორჩა გამარჯვებულს. ამასთანავე, ლუკამ საერთაშორისო ოსტატის ნორმა შეასრულა და  38 (!) ქულა შემატა საკუთარ ელო-რეიტინგს!

‘B2’ ტურნირში 9-დან 6 ქულით მეორე ადგილზე გავიდა ნიკოლოზ კაჭარავა (- 3 სარეიტინგო ქულა).

9-დან 7 ქულით ასევე   მეორე ადგილზე გავიდა ღია ‘C’  შეჯიბრში  ფიდეს ოსტატი ნიკოლოზ ჩხაიძე (+20 სარეიტინგო ქულა), ხოლო ქალთა ჩათვლაში მესამე საპრიზო ადგილი ეკატერი ფიფიამ დაისაკუთრა (+3 სარეიტინგო ქულა).

აღსანიშნავია, რომ ობოლაძე, კაჭარავა და ფიფია თბილისის საერთაშორისო საჭადრაკო აკადემიის მოსწავლეები არიან.

ტექნიკური შედეგები:

‘A’ ტურნირი

‘B2’ ტურნირი

‘C’ ტურნირი

  • Title: ქართველმა მოჭადრაკეებმა ჩეხეთში წარმატებით იასპარეზეს!
  • Posted by:
  • Date: 27-01-2019 2:55 AM
  • Tags:
Top