930x90 Website name and slogan

Blogs

Sophie Nikoladze's picture

საკვირაო ღია ტურნირი ელვისებურ ჭადრაკში

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

24 თებერვალი, 2019 წ.  თბილისი, ჭადრაკის სასახლე

1. მიზანი და ამოცანები: საქართველოში ჭადრაკის შემდგომი პოპულარიზაცია.

2. ჩატარების  ვადები  და  ადგილი:

   - 24 თებერვალი, 17:00 სთ.  თბილისი, ჭადრაკის სასახლე.

   - თებერვალში ჩატარდება ოთხი ტურნირი ელვისებურ ჭადრაკში ყოველ კვირა დღეს.

3.  მონაწილენი:

ტურნირში დაიშვება  ყველა მოჭადრაკე რომელიც გადაიხდის სატურნირო შესატანს - 10 ლარს.

4.  სისტემა  და  დროის  კონტროლი:

   - ტურნირი გაიმართება ფიდეს წესებით, შვეიცარიული სისტემით 11 ტურად. აუცილებლობის შემთხვევაში ტურნირის ჩატარების სისტემას განსაზღვრავს ორგანიზატორი. 

   - თითოეულს 3 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე 2 წამის დამატებით.

5. თაი – ბრეიქი:

ორი ან რამოდენიმე მონაწილის მიერ თანაბარი რაოდენობის ქულების დაგროვების შემთხვევაში

ადგილები განაწილდება:

  1. ბუჰგოლცი-1(1 უდაბლესის გამოკლებით) ;
  2. ბუჰგოლცი (ყველა მეტოქის ქულათა ჯამი);
  3. მოგებების რაოდენობით;
  4. პროგრესი (რეგრესით).

6.  კვალიფიკაცია:

      ტურნირში დაითვლება ელვისებურ ჭადრაკში ფიდეს რეიტინგი.

7.  რეგისტრაცია და სატურნირო შესატანი:

- მონაწილეებმა რეგისტრაციისას უნდა წარმოადგინონ ან გადმოაგზავნონ საქართველოს ჭადრაკის

ფედერაციის საბანკო ანგარიშზე სატურნირო შესატანის გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტები

ტურნირის ჩატარების დღეს 16:15 საათიდან 16:45 საათამდე.

სალომე სირაძე - ელ-ფოსტა - salosiradze@hotmail.com.

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საბანკორეკვიზიტები: სს "თიბისი ბანკი"

    ანგარიში ნომერი: GE45TB0313936080100006GEL.      საბანკო კოდი (მფო) – TBCBGE 22

- თითოეული მონაწილის სატურნირო შესატანია 10 ლარი (უნაღდო ანგარიშსწორებით).

- თებერვლის ოთხივე ტურნირში რეგისტრაციის საწევრო შესატანია 30 ლარი წინასწარი გადახდით.

- დიდოსტატები განთავისუფლებულნი არიან  სატურნირო  შესატანისგან.

8.    პრიზები : საპრიზო ფონდია - 300 ლარი, რომელსაც დაემატება 41-ზე მეტი მონაწილის სატურნირო შემონატანის 75% (რომელიც თანაბრად  დაემატება ხუთივე საპრიზო ადგილს). ხოლო 25% დაემატება ელვისებურ ჭადრაკში თებერვლის მე-4 საკვირაო ტურნირში პირველ ადგილზე გასული მოჭადრაკის ფულად პრიზს.

 

1

2

3

ღია

100

75

55

ქალთა

40

 

 

ELO 1800<

30

 

 

 

- თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში პრიზი არ იყოფა.

- ერთი და იგივე მონაწილის მიერ ორი პრიზის მოპოვების შემთხვევაში პრიზიორს გადაეცემა

მხოლოდ ერთი უდიდესი პრიზი.

 - ყველა პრიზი დაიბეგრება საქართველოში მოქმედი ფინანსური  კანონმდებლობის  შესაბამისად.  

ტურნირის დირექტორი: საერთაშორისო ორგანიზატორი - დათო კოდუა                                                           

მთავარი მსაჯი:  საერთაშორისო არბიტრი - სალომე სირაძე

  • Title: საკვირაო ღია ტურნირი ელვისებურ ჭადრაკში
  • Posted by:
  • Date: 18-02-2019 5:17 PM
  • Tags:
Top