930x90 Website name and slogan

Blogs

Sophie Nikoladze's picture

ნორჩი ჩემპიონები გამოვლინდნენ!

 

თბილისის ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში საქართველოს სასკოლო (07;09;11წ.) პირველობა დასრულდა.

ასპარეზობა  შვეიცარიული სისტემით 9 ტურად გაიმართა 3 ასაკობრივ ჯგუფში (07;09;11წ.)  როგორც გოგონათა ასევე ჭაბუკთა შორის. ჩემპიონატში საქართველოს თითქმის ყველა რეგიონის წარგზავნილი მონაწილეობდა. რეგიონულ ჩათვლაში საუკეთესო შედეგი იმერელმა მოჭადრაკეებმა აჩვენეს და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა გია გიორგაძემ იმერეთის ფედერაციის (პრეზიდენტი ზაზა ლომინაძე) წარმომადგენელი ნიკოლოზ მანაგაძე დააჯილდოვა საპატიო თასით.

 ჩემპიონატის დახურვაზე ფედერაციის პრეზიდენტმა სასიამოვნო სიურპრიზი ამცნო მონაწილეებს. რეგლამენტით გათვალისწინებული პირველ ადგილზე გასული მოჭადრაკეების  (რომლებიც  მსოფლიო სასკოლო ჩემპიონატზე ითამაშებენ) გარდა, მეორე საფეხურზე მყოფი მონაწილეებიც დაჯილდოვდნენ საგზურებით. ვერცხლის მედალოსნები ევროპის პირველობაზე გაემგზავრებიან.

7 წლამდე გოგონები

I     ადგილი - მარი ნუკრაძე (გორი;ოთარ დოლიძე) – 5 ქულა;

II    ადგილი  - ენი მაჭავარიანი (თბილისი;იოსებ კვირიაშვილი) – 4,5 ქულა;

III    ადგილი -ანასტასია ბოჭორიშვილი (ქუთაისი;ნონა ჭეფხოძე) – 4,5 ქულა;

 

7 წლამდე ჭაბუკები

I     ადგილი  -  გაბრიელ გაბადაძე (იმერეთი;გიორგი ტყეშელაშვილი) – 8,5 ქულა;

II    ადგილი - დავით თათვიძე (ქუთაისი;ნანა ჭეფხოძე) – 7 ქულა;

III    ადგილი - საბა ჭითანავა (ზუგდიდი;მადონა ბოკუჩავა) – 6 ქულა;

 

9  წლამდე გოგონები

I     ადგილი  -  კესარია მგელაძე (ბათუმი; ლეონიდ ნეურონოვი) - 7,5 ქულა;

II    ადგილი - ანასტასია ზარქუა (თბილისის საერთაშორისო საჭადრაკო აკადემია;დავით ზარქუა) - 6 ქულა;

III    ადგილი - მართა ძნელაძე (ქუთაისი;ნონა ჭეფხოძე)  - 6 ქულა;

 

9  წლამდე ჭაბუკები

I  ადგილი  -  ლუკა ხვედელიძე (თბილისის საერთაშორისო საჭადრაკო აკადემია;გოჩა თორია) – 8 ქულა;

II  ადგილი - დათა ყალაბეგაშვილი (გურჯაანი;გია ქიტესაშვილი) – 8 ქულა;

III ადგილი - ალექსანდრე კვიციანი (თბილისის საერთაშორისო საჭადრაკო აკადემია;გოჩა თორია) – 6,5 ქულა;

 

11  წლამდე გოგონები

I  ადგილი -  ანასტასია  კირთაძე (ქუთაისი;ნიკოლოზ მანაგაძე) – 7,5 ქულა;

II  ადგილი - მარიამ ცეცხლაძე (ბათუმი; ლეონიდ ნეურონოვი) - 6,5 ქულა;

III  ადგილი - ქრისტინე ხვადაგიანი (ქუთაისი;ნონა ჭეფხოძე)  - 6,5 ქულა;

 

11 წლამდე ჭაბუკები

I     ადგილი  -  დავით ლომთაძე (თბილისი;მზია წერეთელი) – 7,5 ქულა;

II    ადგილი - დავით ნემსაძე (ქუთაისი;ნიკოლოზ მანაგაძე) – 7 ქულა;

III    ადგილი - დავით კოტოლაშვილი (გორი; დავით მაღალაშვილი) – 6,5 ქულა;

 

დებულება

ფოტოგალერეა

 

 

 

  • Title: ნორჩი ჩემპიონები გამოვლინდნენ!
  • Posted by:
  • Date: 04-02-2019 4:51 AM
  • Tags:
Top