930x90 Website name and slogan

Blogs

Sophie Nikoladze's picture

დღეიდან, სენტ-ლუისში...

დღეიდან, ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ სენტ-ლუისში  სტარტს აიღებს უძლიერესი ქალთა დახურული ‘Cairns Cup’  გათამაშება ორი ქართველი დიდოსტატის:ნანა ძაგნიძის და ბელა ხოტენაშვილის მონაწილეობით.

ქალთა რეიტინგ-სიის წამყვანი 10 დიდოსტატი  შეჯიბრში ერთმანეთს წრიული სისტემით დაუპირისპირდება.

ტურნირი პირველად იმართება და მისი  საპრიზო ფონდი 150 000$ შეადგენს საიდანაც გამარჯვებულს  40 000 ერგება. ქართველი მოჭადრაკეების გარდა მონაწილეთა შორის არიან:მსოფლიოს ექს-ჩემპიონი ალექსანდრა კოსტენიუკი, ვალენტინა გუნინა, ელიზაბეტ პეტცი, მარი სება, ჰარიკა დრონავალი, ჟანსაია აბდუმალიკი, ირინა კრაში და ანა ზატონსკიხი.

პარტიების დასაწყისი თბილისის დროით 23:00 საათზე

პარტიების პირდაპირი ჩვენება

ოფიციალური ვებგვერდი

 

  • Title: დღეიდან, სენტ-ლუისში...
  • Posted by:
  • Date: 06-02-2019 7:31 PM
  • Tags:
Top