930x90 Website name and slogan

Blogs

Sophie Nikoladze's picture

პირველი წრე, პირველი ტური...

საინტერესოდ გაიმართა საქართველოს ვაჟთა ჩემპიონატის პირველი წრის პირველი ტურის პარტიები.

ჩემპიონატის რეიტინგ-სიის ლიდერმა ლევან ფანცულაიამ შავი ფერის ფიგურებით დამაჯერებლად გადაითამაშა ნოდარ ლორთქიფანიძე და პირველი მოგებაც ჩაიწერა აქტივში.

დრამატულად წარიმართა ნოე თუთისანისა და კონსტანტინე შანავას შეხვედრა. თეთრებმა დებიუტში დიდი უპირატესობა მიიღეს,მაგრამ შუათამაშში რამდენიმე უხეში შეცდომა დაუშვეს და 32-ე სვლაზე დამარცხდნენ.

უპრეტენზიოდ გაითამაშა დებიუტი ირაკლი ბერაძემ თორნიკე სანიკიძესთან დაპირისპირებაში, შემდეგში  ნელ-ნელა  გადაზარდა თანაბარი პოზიცია -მცირე უპირატესობაში და საბოლოოდ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.

დავიდ არუთინიანისა და გიორგი სიბაშვილის შეხვედრაშიც თეთრებმა ნელ-ნელა გადაითამაშეს მეტოქე და საბოლოოდ შავების ზედიზედ რამდენიმე უხეში შეცდომის წყალობით მოგებაც ჩაიწერეს სატურნირო ცხრილში.

დავით ჯოჯუასა და მერი არაბიძის  დაპირისპირებაში შავებით მოთამაშე არაბიძემ იოლად გაათანაბრა პოზიცია და მცირე ინიციატივა მიიღო. თუმცა ეს უპირატესობა ძლიერი მეტოქის დასამარცხებლად  საკმარისი არ აღმოჩნდა და პარტია ფრედ დასრულდა.

ნიკოლოზ კაჭარავამ ლუკა პაიჭაძესთან პარტიაში დებიუტშივე  მნიშვნელოვანი უპირატესობა მიიღო . შემდეგში, უხეში შეცდომით დათმო ინიციატივა, მაგრამ საკმაოდ კარგად დაიცვა პოზიცია და ფრედ დაასრულა შეხვედრა გამოცდილ მოწინააღნდეგესთან.

საკმაოდ დაძაბულად მიმდინარეობდა დავით მაღალაშვილისა და ნიკოლოზ პეტრიაშვილის შერკინება. თითქმის მთელი პარტია მაღალაშვილის  უპირატესობით მიმდინარეობდა, რაღაც მომენტში თეთრებმა  დათმეს ინიციატივა და მოგების მცდელობის მიზნით საეჭვო  ფიგურის შეწირვა განახორციელეს, რომლის შემდეგ უპირატესობა შავების მხარეს გადავიდა. თუმცა, გამოცდილმა დიდოსტატმა  შესძლო პარტიის გადარჩენა.

არასასიამოვნო ფაქტი დაფიქსირდა დავით ბენიძისა და გიგა ყუფარაძის პარტიაში. ბენიძეს ტურის დასაწყისი დრო შეეშალა და პარტიაზე დაგვიანებით გამოცხადდა. ჩემპიონატის დებულების თანახმად მას 30-წუთიანი დაგვიანებისთვის მარცხი ჩაეწერა ცხრილში.

I  ტური

ნოდარ ლორთქიფანიძე  0:1 ლევან ფანცულაია

დავით ჯოჯუა         ½:½  მერი არაბიძე

ნიკოლოზ კაჭარავა ½:½  ლუკა პაიჭაძე

დავიდ არუთინიანი 1 : 0 გიორგი სიბაშვილი

ნოე თუთისანი 0 : 1 კონსტანტინე შანავა

გიგა ყუფარაძე  + : - დავით ბენიძე

დავით მაღალაშვილი ½:½ ნიკოლოზ პეტრიაშვილი

თორნიკე სანიკიძე 0 : 1 ირაკლი ბერაძე.

მეორე ტურში იგივე მეტოქეები დაუპირისპირდებიან ერთმანეთს ფერის შეცვლით.

დებულება

ფოტოგალერეა

ანალიზით პარტიების პირდაპირი ჩვენება 

საქართველოს ფედერაციის საჭადრაკო ტელევიზია.

  • Title: პირველი წრე, პირველი ტური...
  • Posted by:
  • Date: 07-02-2019 4:34 AM
  • Tags:
Top