930x90 Website name and slogan

Blogs

Sophie Nikoladze's picture

საქართველოს ჩემპიონატი 20 წლამდე ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის - ”კახი ჩიგოგიძის თასი”

დ   ე   ბ   უ   ლ   ე   ბ   ა

8 - 17 მარტი  2019 წ.     ქ. თბილისი, ჭადრაკის სასახლე.

ორგანიზატორი:

საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია.

ჩატარების ვადები და ადგილი:

08.03-17.03. 2019  წ.   ქ. თბილისი, ჭადრაკის სასახლე.

მონაწილენი:

ტურნირში დაიშვებიან 1999 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებული საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წევრი ჭაბუკები და გოგონები.

ღონისძიებაში მონაწილეობისათვის სავალდებულოა საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის   2019 წლის საწევროს გადახდა.  სამივლინებო ხარჯებს გაიღებენ მიმავლინებელი ორგანიზაციები.

სისტემა და კვალიფიკაცია:

ტურნირი ტარდება ფიდეს წესებით, შვეიცარული სისტემით 9 ტურად.

აუცილებლობის შემთხვევაში ტურნირის ჩატარების სისტემას განსაზღვრავს ორგანიზატორი. ტურნირში დაითვლება ფიდეს რეიტინგი.

დროის კონტროლი:

ყოველ პარტიაზე თითოეულ მონაწილეს მიეცემა 90 წუთი 40  სვლაზე, შემდეგ 30 წუთი პარტიის   ბოლომდე, ყოველ სვლაზე (პირველი სვლიდან) 30 წამის დამატებით.

რეგისტრაცია და სატურნირო შესატანი:

მონაწილეებმა რეგისტრაციისას უნდა წარმოადგინონ ან გადმოაგზავნონ დაბადების მოწმობის ასლი,

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საბანკო ანგარიშზე ჩემპიონატის სატურნირო შესატანის

გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი 2019 წლის  6 მარტის 18.00 საათამდე:

ნატა ალავიძე: -ელ-ფოსტა - n.alavidze64@gmail.com  მობ:  558 11 86 83

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საბანკორეკვიზიტები:

 სს "თიბისი ბანკი"

 საბანკო ანგარიში: GE45TB0313936080100006GEL    საბანკო კოდი (მფო) – TBCBGE 22

-  რეგისტრაციის ბოლო ვადაა  2019 წლის  6 მარტის 18.00 საათი.

-  თითოეული მონაწილის სატურნირო შესატანია 20 ლარი (უნაღდო ანგარიშსწორებით)

-  სოციალურად დაუცველები და მრავალშვლიანები განთავისუფლებულნი არიან სატურნირო

    შესატანიდან.

- დაგვიანებული რეგისტრაციის შემთხვევაში სატურნირო შესატანია 40 ლარი (უნაღდო ანგარიშსწორებით).

         - რეგისტრაციის ბოლო ვადის დარღვევის შემთხვევაში ორგანიზატორს უფლება აქვს არ დაარეგისტრიროს

 მოჭადრაკე რომელმაც დაარღვია რეგისტრაციის ვადები.

თაი – ბრეიქი:

ორი ან რამოდენიმე მონაწილის მიერ თანაბარი რაოდენობის ქულების დაგროვების შემთხვევაში

ადგილები განაწილდება:

  1. ურთიერთშორის შეხვედრა;
  2. ბუჰგოლცი-1 (1 უდაბლესის გამოკლებით);
  3. ბუჰგოლცი (ყველა მეტოქის ქულათა ჯამი);
  4. შავებით ნათამაშები პარტიების მეტი რაოდენობით;
  5. მოგებების მეტი რაოდენობით.
  6. ტურნირის განრიგი:

ტური

რიცხვი

საათი

ჩამოსვლის დღე

8 მარტი

 

I ტურის კენჭისყრა

 

9 მარტი

12:00

გახსნა

15:00

I  ტური

15:00

II  ტური

10 მარტი

15:00

III  ტური

11 მარტი

15:00

IV  ტური

12 მარტი

15:00

V  ტური

13 მარტი

15:00

VI  ტური

14 მარტი

15:00

VII  ტური

15 მარტი

15:00

VIII  ტური

16 მარტი

15:00

IX  ტური

17 მარტი

11:00

დახურვა

17 მარტი

16:00

 

 

 პრიზები: საპრიზო ფონდია - 2 000 ლარი.

 

ადგ.

ჭაბუკები

გოგონები

1

500

500

2

300

300

3

200

200

 

         

- თანაბარი ქულების შემთხვევაში პრიზები არ გაიყოფა.

-  ყველა პრიზი დაიბეგრება საქართველოში მოქმედი ფინანსური კანონმდებლობის  შესაბამისად.

გამარჯვებულები:

- 1 ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან თასებით.

- 1–3 ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან მედლებითა და დიპლომებით.

- 1 ადგილზე გასული მოჭადრაკეები მიიღებენ20 წლამდე ასაკის მოჭადრაკეთა მსოფლიოს

ჩემპიონატების საგზურებს.

- 1 ადგილზე გასულ მოჭადრაკეებს მიენიჭებათ სპორტის ეროვნული ოსტატის წოდება (შესაბამისად

ვაჟთა და ქალთა).

- 2-3 ადგილზე გასულ მოჭადრაკეებს მიენიჭებათ სპორტის ეროვნული ოსტატობის კანდიდატის წოდება.

  1. საერთო წესები:

            - ყაიმზე შეთანხმება მხოლოდ 30 სვლის შემდეგ.

- ტურის დაწყებიდან30 წუთზე მეტის დაგვიანების შემთხვევაში მონაწილეს ჩაეთვლება წაგება.

            - მონაწილის ტურნირიდან არასაპატიო მიზეზით გათიშვის შემთხვევაში გათვალისწინებულია 

               სანქციები საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტის ბრძანების (#10. 20/01/2014 წ.)

   შესაბამისად.

- ნებისმიერ მონაწილეს შესაბამისი პარტიის დასრულებიდან 30 წუთის განმავლობაში უფლება აქვს

გაასაჩივროს მსაჯთა კოლეგიის გადაწყვეტილება სააპელაციო კომიტეტში, რომელიც არჩეული იქნება

ტურნირის გახსნის ცერემონიალზე.

მონაწილე ვალდებულია წერილობით პროტესტთან ერთად საქართველოს ჭადრაკის ფედერაციაში

გადაიხადოს 50 ლარი, რომელიც პროტესტის დაკმაყოფილების შემთხვევაში უკან დაუბრუნდება.

- ჩემპიონატში შესაძლებელია სპორტული თანრიგის შესრულება.       

ტურნირის დირექტორი: საერთაშორისო ორგანიზატორი - დათო კოდუა.

მთავარი მსაჯი: საერთაშორისო არბიტრი - მარგალიტა თანდაშვილი. 

  • Title: საქართველოს ჩემპიონატი 20 წლამდე ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის - ”კახი ჩიგოგიძის თასი”
  • Posted by:
  • Date: 09-02-2019 8:36 PM
  • Tags:
Top