930x90 Website name and slogan

Blogs

Sophie Nikoladze's picture

აპრილის ღია ტურნირი (რეიტინგ ტურნირი)

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

15 - 18 აპრილი, 2019 წ.  თბილისი, ჭადრაკის სასახლე

1. მიზანი და ამოცანები: საქართველოში ჭადრაკის შემდგომი პოპულარიზაცია.

2. ჩატარების  ვადები  და  ადგილი:

 15 - 18 აპრილი,  2019წ.  თბილისი, ჭადრაკის სასახლე.

3.  მონაწილენი:

ტურნირში დაიშვება ყველა მოჭადრაკე რომელიც გადაიხდის საწევრო შესატანს - 20 ლარს.

4.  სისტემა  და  დროის  კონტროლი:

   - ტურნირი გაიმართება ფიდეს წესებით, შვეიცარიული სისტემით 8 ტურად. აუცილებლობის შემთხვევაში ტურნირის ჩატარების სისტემას განსაზღვრავს ორგანიზატორი. 

   - თითოეულს 50 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე 10 წამის დამატებით.

5. თაი – ბრეიქი:

ორი ან რამოდენიმე მონაწილის მიერ თანაბარი რაოდენობის ქულების დაგროვების შემთხვევაში

ადგილები განაწილდება:

  1. ურთიერთშორის შეხვედრა;
  2. ბუჰგოლცი-1 (1 უდაბლესის გამოკლებით);
  3. ბუჰგოლცი (ყველა მეტოქის ქულათა ჯამი);
  4. შავებით ნათამაშები პარტიების მეტი რაოდენობით;
  5. მოგებების მეტი რაოდენობით.

6.  ტურნირის განრიგი:

ტური

რიცხვი

საათი

რეგისტრაცია

14 აპრილი

11:00-18:00

I ტურის კენჭისყრა

15 აპრილი

16:00

გახსნა

15 აპრილი

16:00

I ტური

15 აპრილი

16:00

II ტური

15 აპრილი

18:00

III ტური

16 აპრილი

16:00

IV ტური

16 აპრილი

18:00

V ტური

17 აპრილი

16:00

VI ტური

17 აპრილი

18:00

VII ტური

18 აპრილი

16:00

VIII ტური

18 აპრილი

18:00

დახურვა

 15 აპრილი

20:00

 

 

7. კვალიფიკაცია:

  -   ტურნირში დაითვლება ფიდეს რეიტინგი.

-  ჩემპიონატში შესაძლებელია სპორტული თანრიგის შესრულება.

8.  რეგისტრაცია და სატურნირო შესატანი:

- მონაწილეებმა რეგისტრაციისას უნდა წარმოადგინონ ან გადმოაგზავნონ საქართველოს ჭადრაკის

ფედერაციის საბანკო ანგარიშზე სატურნირო შესატანის გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტები

14  აპრილის 18:00 საათამდე.

სალომე სირაძე - ელ-ფოსტა - salosiradze@hotmail.com.

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საბანკორეკვიზიტები: სს "თიბისი ბანკი"

ანგარიში ნომერი: GE45TB0313936080100006GEL.      საბანკო კოდი (მფო) – TBCBGE 22

- თითოეული მონაწილის სატურნირო შესატანია 20 ლარი (უნაღდო ანგარიშსწორებით).

- დაგვიანებული რეგისტრაციის შემთხვევაში სატურნირო შესატანია 40 ლარი (უნაღდო ანგარიშსწორებით).

- დიდოსტატები განთავისუფლებულნი არიან  სატურნირო  შესატანისგან.

9.   პრიზები : საპრიზო ფონდია - 1000 ლარი.

 

1

2

3

ღია

320

240

160

ქალთა

100

 

 

ELO 1800<

80

 

 

ELO 1600<

60

 

 

ELO 1400<

40

 

 

 

- თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში პრიზი არ იყოფა.

- ერთი და იგივე მონაწილის მიერ ორი პრიზის მოპოვების შემთხვევაში პრიზიორს გადაეცემა

მხოლოდ ერთი უდიდესი პრიზი.

 - ყველა პრიზი დაიბეგრება საქართველოში მოქმედი ფინანსური  კანონმდებლობის  შესაბამისად.

- I–III ადგილზე გასული მოჭადრაკეები  დაჯილდოვდებიან  დიპლომით;

10. საერთო წესები:

- ტურის დაწყებიდან30 წუთზემეტის დაგვიანების შემთხვევაში მონაწილეს ჩაეთვლება წაგება.

- ყაიმზე შეთანხმება შესაძლებელია მხოლოდ 30-ე  სვლის შემდეგ.

- ნებისმიერ მონაწილეს შესაბამისი პარტიის დასრულებიდან 10 წუთის განმავლობაში უფლება აქვს

გაასაჩივროს მსაჯთა კოლეგიის გადაწყვეტილება სააპელაციო კომიტეტში, რომელიც არჩეული იქნება

ტურნირის გახსნის ცერემონიალზე.

მონაწილე ვალდებულია წერილობით პროტესტთან ერთად საქართველოს ჭადრაკის ფედერაციაში

გადაიხადოს 50 ლარი, რომელიც პროტესტის დაკმაყოფილების შემთხვევაში უკან დაუბრუნდება.

  - არასაპატიო მიზეზით ტურნირის მიტოვების შემთხვევაში მონაწილე დისკვალიფიცირებული იქნება

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტის ბრძანების (#10. 20/01/2014 წ.) შესაბამისად.

ტურნირის დირექტორი: საერთაშორისო ორგანიზატორი - დათო კოდუა                                                         

მთავარი მსაჯი:  საერთაშორისო არბიტრი - სალომე სირაძე

  • Title: აპრილის ღია ტურნირი (რეიტინგ ტურნირი)
  • Posted by:
  • Date: 25-03-2019 9:14 PM
  • Tags:
Top