
ჭადრაკის სასახლეში გამართულ ვაჟთა 78-ე ჩემპიონატის , მეორე წრის ,ტაი-ბრეიქზე გაირკვა ნახევარფინალისტების ვინაობა
გიგა ყუფარაძემ პირველივე დამატებით მატჩში დაამარცხა დავიით ჯოჯუა ანგარიშით 1,5:0,5 და შემდეგი წრის საგზური მოიპოვა.
დავით არუთინიანის და კოკა შანავას პირველი მიკრო-მატჩი (25 წთ.) ყაიმით 1:1 დასრულდა, ხოლო მეორე მატჩი (10წთ.) კი არუთინიანის გამარჯვებით: 1,5:0,5.
ამრიგად, ნახევარფინალში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან: ფანცულაია - არუთინიანი და ყუფარაძე - პაიჭაძე.

- Title: ნახევარფინალში ითამაშებენ...
- Posted by:
- Date: 11-02-2019 6:34 PM
- Tags: