930x90 Website name and slogan

Blogs

Sophie Nikoladze's picture

პეტრიაშვილის პირველობით დასრულდა!

თბილისის საერთაშორისო საჭადრაკო აკადემიის მოსწავლის, ფიდეს ოსტატ ნიკოლოზ პეტრიაშვილის დამაჯერებელი პირველობით დასრულდა რიგით მეოთხე ტურნირი ‘Tbilisi Sunday’ ელვისებურ ჭადრაკში!

გამარჯვებულმა  11-დან 9,5 ქულა დააგროვა და დამაჯერებლად გავიდა პირველ ადგილზე, ამასთანავე პეტრიაშვილმა საკუთარ რეიტინგს 75(!)  ქულაც შემატა.

მეორე ადგილზე 9 ქულით საერთაშორისო დიდოსტატი თორნიკე სანიკიძე გავიდა, ხოლო მესამე საპრიზო ადგილი 8,6 ქულით გიორგი კორძაიამ დაისაკუთრა.

ქალთა შორის საუკეთესო შედეგი მარიამ თევზაძე აჩვენა, ხოლო 1800-მდე რეიტინგის მქონე მოჭადრაკეებში ზურაბ კორძაძემ.

ასპარეზობა შვეიცარული სისტემით 11 ტურად გაიმართა და მისი საპრიზო ფონდი 650 ლარს შეადგენდა.

 

ტექნიკური შედეგები

ფოტოგალერეა

  • Title: პეტრიაშვილის პირველობით დასრულდა!
  • Posted by:
  • Date: 25-02-2019 10:47 PM
  • Tags:
Top