930x90 Website name and slogan

Blogs

Sophie Nikoladze's picture

თბილისის ჩემპიონატი 10 წლამდე ასაკის გოგონათა და ჭაბუკთა შორის.

 

დ ე ბ უ ლ ე ბ ა  

22.03-29.03. 2019 წ. თბილისი, ჭადრაკის სასახლე

1.  სისტემა: ტურნირი ტარდება ფიდე-ს წესებით, შვეიცარიული სისტემით 7 ტურად.

2.  დროის კონტროლი: თითოეულს 1 სთ. მთელ პარტიაზე, ყოველ სვლაზე 10 წმ. დამატებით.

3.  მონაწილენი: ტურნირში დაიშვებიან თბილისის სკოლის მოსწავლე, თბილისის ჭადრაკის  

   ფედერაციის წევრი ჭაბუკები და გოგონები, დაბადებული 2009 წლის 1 იანვრის შემდეგ.

4.  კვალიფიკაცია: ტურნირში ფიდე-ს რეიტინგი არ დაითვლება.

5.  სატურნირო შესატანი: 15 ლარი.                                                                     

6.  გამარჯვებულთა გამოვლენა: გამარჯვებულები გამოვლინდებიან ქულათა მეტი 

   რაოდენობის მიხედვით.

  - თაი-ბრეიქი: ორი, ან რამოდენიმე მონაწილის მიერ თანაბარი რაოდენობის 

    ქულების დაგროვების შემთხვევაში ადგილები განაწილდება: 

1. ურთიერთშორის შეხვედრა;

2. ბუჰგოლცი - 1 (1 უდაბლესის გამოკლებით); 

3. ბუჰგოლცი (ყველა მეტოქის ქულათა ჯამი);   

4. შავებით ნათამაშევი პარტიების მეტი რაოდენობით;

5. მოგებების მეტი რაოდენობით.

7.  ტურნირის განრიგი:

ტური        დღე        საათი

რეგისტრაცია  22 მარტი 11.00-18.00

გახსნა 23 მარტი 15.00

I  ტური 23 მარტი 15.00

II     24 მარტი    15.00

III    25 მარტიი 15.00

IV    26 მარტი   15.00

V    27 მარტი    15.00

VI    28 მარტი   15.00

VII  და დახურვა 29 მარტი15.00

8.  გამარჯვებულნი დაჯილდოვდებიან: 

I  ადგილი თასი, მედალი, სიგელი

II ადგილი მედალი, სიგელი

III ადგილი მედალი, სიგელი

- I-III ადგილზე გასული გოგონები და ჭაბუკები დაიშვებიან საქართველოს    

     ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში 8 წლამდე გოგონათა და ჭაბუკთა შორის.

- ყოველი 10 მონაწილიდან 1 ადგილი (შესაბამისად  15-20 მონაწილეზე 2 ადგილი, 25-30 მონაწილეზე 3 ადგილი, 35-40 მონაწილეზე 4 ადგილი და ა.შ.) დამატებით დაიშვება საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში 8 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის.

- ტურის დაწყებიდან 30 წუთზე მეტის დაგვიანების შემთხვევაში მონაწილეს ჩაეთვლება წაგება.

ტურნირის დირექტორი: თბილისის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი, საერთაშორისო ორგანიზატორი ზურაბ მიქაძე.                                         

მთავარი მსაჯი: თბილისის ჭადრაკის ფედერაციის გენ. მდივანი დავით კალმახელიძე

  • Title: თბილისის ჩემპიონატი 10 წლამდე ასაკის გოგონათა და ჭაბუკთა შორის.
  • Posted by:
  • Date: 05-03-2019 6:08 PM
  • Tags:
Top