930x90 Website name and slogan

Blogs

Sophie Nikoladze's picture

ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში...

ხვალიდან, ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში, მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატი აიღებს სტარტს.

ჩემპიონატში  ვაჟთა და ქალთა  10-10 ქვეყნის ნაკრები გუნდი  წრიული სისტემით  იასპარეზებენ.

საქართველოს  ქალთა ნაკრების შემადგენლობა:

ბელა ხოტენაშვილი, ნინო ბაციაშვილი, ლელა ჯავახიშვილი, მერი არაბიძე, სალომე მელია;

 კაპიტანი და მთავარი მწვრთნელი ელიზბარ უბილავა, მწვრთნელი დავით ჯოჯუა.
აღსანიშნავია რომ, ოთხი წლის წინ ზუსტად მონაწილეთა და მწვრთნელთა ზუსტად ამ შემადგენლობით დაკომპლექტებულმა ნაკრებმა სამყაროს უძლიერესი გუნდის სახელი მოიპოვა ჩინეთის ქალაქ ჩენგდუში გამართულ მსოფლიო გუნდურ ჩემპიონატზე, ხოლო 2011 და 2017 წელს მესამე საპრიზო ადგილზე გავიდნენ.

ჩემპიონატზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მეტოქეები:  რუსეთის, უკრაინის და ჩინეთის უძლიერესი გუნდები იქნებიან.

პირველი ტური ადგილობრივი დროით 15:00 საათზე, 5 მარტს გაიმართება, დასკვნითი მე-9 ტური კი  14 მარტს,ხოლო 10 მარტი ტურნირზე დასვენების დღედაა გამოცხადებული.

ჩემპიონატის ოფიციალური ვებგვერდი

 

  • Title: ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში...
  • Posted by:
  • Date: 04-03-2019 8:53 PM
  • Tags:
Top