930x90 Website name and slogan

Blogs

Sophie Nikoladze's picture

ფრე ინდოეთთან...

საქართველოს ქალთა ნაკრებმა მსოფლიოს ქალთა გუნდური ჩემპიონატის პირველ ტურში ფრედ დაასრულა შეხვედრა ინდოეთის ძლიერ გუნდთან.

სასტარტო მატჩში  გადამწყვეტი გამარჯვება ნინო ბაციაშვილმა შესძლო, სამწუხაროდ მერი არაბიძე დამარცხდა, ბელა ხოტენაშვილმა  და სალომე მელიამ ყაიმები დააფიქსირეს. მომდევნო ტურში ქართველი მოჭადრაკეების მეტოქე  ჩინეთის უძლიერესი გუნდი იქნება.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო პირველობა წრიული სისტემით 9 ტურად გაიმართება.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ს ვაჟთა გუნდის ღირსებას  ქართველი დიდოსტატი ზვიად იზორია იცავს. მან პირველივე ტურში გამარჯვება იზეიმა ეგვიპტელ კოლეგასთან შეხვედრაში.

მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატი ჭადრაკში. 5-14 მარტი. ასტანა (ყაზახეთი)
პირველი ტური
ქალები
     ინდოეთი               2 : 2    საქართველო 
ეიშა კარავადე  (2357) ½:½ ბელა ხოტენაშვილი (2474)
მერი არაბიძე    (2392)   0:1 სვამინატან სოუმია (2401)
რუტ პადმინი   (2332)  0:1   ნინო ბაციაშვილი (2454)
სალომე მელია (2385) ½:½ ბახტი კულკარნი (2322)

სომხეთი 4:0 ეგვიპტე
რუსეთი  3:1 ყაზახეთი
ჩინეთი 3.5:0.5 უნგრეთი
აშშ         2 : 2 უკრაინა

ვაჟები
ინდოეთი  3,5:0,5  შვედეთი
ირანი        1,5:2,5  რუსეთი
ეგვიპტე    1 : 3      აშშ
ჩინეთი     3,5 :0.5  აზერბაიჯანი
ინგლისი  2,5 : 1,5 ყაზახეთი

მეორე ტური
ქალები
ეგვიპტე – უკრაინა
უნგრეთი – აშშ
საქართველო – ჩინეთი
ყაზახეთი – ინდოეთი
სომხეთი – რუსეთი

ვაჟები
შვედეთი – ყაზახეთი
აზერბაიჯანი – ინგლისი
აშშ – ჩინეთი
რუსეთი – ეგვიპტე
ინდოეთი – ირანი

  • Title: ფრე ინდოეთთან...
  • Posted by:
  • Date: 06-03-2019 2:08 AM
  • Tags:
Top