930x90 Website name and slogan

Blogs

Sophie Nikoladze's picture

სენსაციური ჩემპიონობა!

თბილისის ჭადრაკის სასახლეში დასრულდა საქართველოს ახალგაზრდული ჩემპიონატი 20 წლამდე ასაკის მოჭადრაკეთა შორის.

გოგონათა შორის სენსაციური გამარჯვება მოიპოვა 13(!) წლის ელენე წოწონავამ! ელენე,ფოთის საჭადრაკო სკოლის წარმომადგენელია და წვრთნას გოჩა ჩაჩუასა და დავით კოდუასთან გადის.

ჭაბუკთა შორის ჩემპიონობა ლუკა ლიჩელმა მოიპოვა! ლუკაც რეგიონის წარმომადგენელია და მისი მწვრთნელი გორელი საერთაშორისო დიდოსტატი დავით მაღალაშვილია!
აღსანიშნავია, რომ ორივე ჩემპიონი თბილისის საერთაშორისო საჭადრაკო აკადემიის ფარგლებში რეგიონული პროგრამის მონაწილეა!

გოგონები

I    ადგილი - ელენე წოწონავა   (ფოთი;მწვრთნელი დავით კოდუა;გოჩა ჩაჩუა; 1644) – 6,5 ქულა;

II   ადგილი - ნია დონღვანი       (თბილისი;მწვრთნელი ლაშა ჯანჯღავა; 1848) – 6,5 ქულა;

III  ადგილი - თამარ ესაძე          (ქუთაისი;მწვრთნელი მურმან ესაძე;2078) – 6,5 ქულა;

IV  ადგილი - ეკატერინე ფიფია (თბილისი;მწვრთნელი დავიდ არუთინიანი;1977) – 6,5 ქულა;

ჭაბუკები

I    ადგილი - ლუკა ლიჩელი            (გორი;მწვრთნელი დავით მაღალაშვილი;2003)  - 7,5 ქულა;

II   ადგილი - ირაკლი ახვლედიანი (ბათუმი;2279) - 6,5 ქულა

III  ადგილი - გურამ კოკაია            (ქუთაისი;2152) – 6,5 ქულა;

IV  ადგილი - თენგიზ დიდმანიძე  (ბათუმი;2002) – 6,5 ქულა;

დებულება 

  • Title: სენსაციური ჩემპიონობა!
  • Posted by:
  • Date: 18-03-2019 2:01 AM
  • Tags:
Top