930x90 Website name and slogan

Blogs

Sophie Nikoladze's picture

ზედიზედ მესამე გამარჯვება იზეიმა!

ევროპის ჩემპიონატის მესამე ტურში საქართველოს სახელით მოასპარეზე ივან ჩეპარინოვმა ზედიზედ მესამე გამარჯვება იზეიმა და I-VI  ადგილებს ინაწილებს! მომდევნო ტურში მისი მეტოქე  მაქსიმ ჩიგაევი (რუსეთი;2613) იქნება. ჩეპარინოვს ტოლს არ უდებენ  საქართველოს 78-ე ვაჟთა ჩემპიონატის პრიზიორები. ნახევარი ქულით ნაკლები დააგროვეს და ლიდერთა ჯგუფში იმყოფებიან: ლევან ფანცულაია, გიგა ყუფარაძე და დავიდ არუთინიანი.

საქართველოს  წარმომადგენლების ტექნიკური შედეგები:

1.ივან ჩეპარინოვი       (2683) – 3(3)

2.ბაადურ ჯობავა        (2622)  - 2 (3)

3.ლევან ფანცულაია    (2611) – 2,5 (3)

4.ლუკა პაიჭაძე           (2576)  - 2 (3)

5.დავიდ არუთიანი    (2555) – 2,5 (3)

6.გიგა ყუფარაძე         (2501) – 2,5 (3)

7.ნოე თუთისანი         (2467) – 1,5 (3)

8.ნიკოლოზ პეტრიაშვილი (2465) – 1,5 (3)

9.ნიკოლოზ კაჭარავა  (2424) -  1 (3)

10.ლუკა ობოლაძე      (2340) - 1,5 (3)

ვაჟთა შორის ევროპის რიგით მე-20 ჩემპიონატიმა მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში მიმდინარეობს.ასპარეზობაზე  ერთმანეთს 42 ქვეყნის 361 მოჭადრაკე  შვეიცარული სისტემით 11 ტურად ეჯიბრება. ტურნირის საპრიზო ფონდი 100 000 ევროს შეადგენს, ასევე პირველ 22 ადგილზე გასული მონაწილეები მსოფლიო თასის საგზურებით დაჯილდოვდებიან. პარტიები 18 მარტიდან ადგილობრივი დროით 15:00 საათზე იწყება,ხოლო დასკვნითი, ბოლო ტური 30 მარტს, 13:00 საათზე გაიმართება.

ჩემპიონატის ოფიციალური ვებგვერდი

პარტიების ჩვენება ანალიზით

ქართველ მონაწილეთა ტექნიკური შედეგები

  • Title: ზედიზედ მესამე გამარჯვება იზეიმა!
  • Posted by:
  • Date: 21-03-2019 4:05 AM
  • Tags:
Top