930x90 Website name and slogan

Blogs

Sophie Nikoladze's picture

პირველობა გაინაწილეს

ნიკა ვოლკოვმა და ზაზა ხოფერიამ  პირველობა გაინაწილეს ჭადრაკის სასახლეში გამართულ ტრადიციულ, ყოველკვირეულ ტურნირზე  ელვისებურ ჭადრაკში! გამარჯვებულებმა 11-დან 9 ქულა დააგროვეს და დამატებითი მაჩვენებლებით პირველობა ვოლკოვმა დაისაკუთრა.

ნახევარი ქულით ნაკლები დააგროვა და უკეთესი მაჩვენებლებით მესამე საპრიზო ადგილზე ირაკლი ახვლედიანი გავიდა.

ქალთა შორის საუკეთესო შედეგი სოფო ტყეშელაშვილმა აჩვენა 7 ქულით, 1880-მდე სარეიტინგო კატეგორიაში ზურაბ გონგლიაშვილმა, ხოლო 1500-მდე გიორგი პაპიაშვილმა.

ტექნიკური შედეგები

  • Title: პირველობა გაინაწილეს
  • Posted by:
  • Date: 25-03-2019 2:26 AM
  • Tags:
Top