930x90 Website name and slogan

Blogs

Sophie Nikoladze's picture

ქ. თბილისის ჩემპიონატი - 9,11,13 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის

დ ე ბ უ ლ ე ბ ა 

 07.04-14.04. 2019 წ. თბილისი, ჭადრაკის სასახლე                              

1.  სისტემა: ტურნირი ტარდება ფიდე-ს წესებით, შცეიცარიული სისტემით 7 ტურად.

2.  დროის კონტროლი: თითოეულს 1 სთ. მთელ პარტიაზე, ყოველ სვლაზე 10 წმ. დამატებით.

3.  მონაწილენი: ტურნირში დაიშვებიან თბილისის სკოლის მოსწავლე, თბილისის ჭადრაკის 

   ფედერაციის წევრი ჭაბუკები და გოგონები:

      9 წლამდე-2010 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებული ჭაბუკები და გოგონები;

      11 წლამდე-2008 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებული ჭაბუკები და გოგონები;

      13 წლამდე-2006 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებული ჭაბუკები და გოგონები.

4.  კვალიფიკაცია: ტურნირში ფიდე-ს რეიტინგი არ დაითვლება.

5.  სატურნირო შესატანი: 15 ლარი.                                                                      6.  გამარჯვებულთა გამოვლენა: გამარჯვებულები გამოვლინდებიან ქულათა მეტი

   რაოდენობის მიხედვით.

  - თაი-ბრეიქი: ორი, ან რამოდენიმე მონაწილის მიერ თანაბარი რაოდენობის

    ქულების დაგროვების შემთხვევაში ადგილები განაწილდება:

1.            ურთიერთშორის შეხვედრა;

2.            ბუჰგოლცი - 1 (1 უდაბლესის გამოკლებით);

3.            ბუჰგოლცი (ყველა მეტოქის ქულათა ჯამი);  

4.            შავებით ნათამაშევი პარტიების მეტი რაოდენობით;

5.            მოგებების მეტი რაოდენობით.

7.  ტურნირის განრიგი:

ტური          დღე                საათი

რეგისტრაცია 7 აპრილი   11.00-18.00

გახსნა     8 აპრილი          15.00

I  ტური  8 აპრილი           15.00

II             9 აპრილი           15.00

III            10 აპრილი         15.00

IV            11 აპრილი         15.00

V             12 აპრილი         15.00

დასვენების დღე - 13 აპრილი

VI            14 აპრილი         15.00

VII  და დახურვა             15 აპრილი         15.00

8.  გამარჯვებულნი დაჯილდოვდებიან:

I  ადგილი          თასი, მედალი, სიგელი

II ადგილი         მედალი, სიგელი

III ადგილი        მედალი, სიგელი

-ტურის დაწყებიდან 30 წუთზე მეტის დაგვიანების შემთხვევაში მონაწილეს ჩაეთვლება წაგება.

რეგისტრაცია: ნატა ალავიძესთან  ტელ: 2-99-77-36,  მობ:  5-58 11 86 83.

ელ.ფოსტა: n.alavidze64@gmail.com

ტურნირის დირექტორი: თბილისის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი,

 საერთაშორისო ორგანიზატორი ზურაბ მიქაძე.

მთავარი მსაჯი: თბილისის ჭადრაკის ფედერაციის გენ. მდივანდავით კალმახელიძე.

  • Title: ქ. თბილისის ჩემპიონატი - 9,11,13 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის
  • Posted by:
  • Date: 26-03-2019 5:08 PM
  • Tags:
Top