930x90 Website name and slogan

Blogs

Sophie Nikoladze's picture

ლიდერს ნახევარი ქულით ჩამორჩება!

მაკდეონიის დედაქალაქ სკოპიეშ მიმდიანრე ევროპის პირველობის  ფინიშამდე 3 ტურით ადრე საქართველოს ნაკრების წევრმა  ლევან ფანცულაიამ (2611)  6 ქულა დააგროვა და ჩემპიონატის ლიდერს მხოლოდ ნახევარი ქულით ჩამორჩება. მეცხრე ტურში მისი მეტოქე რუსი დიდოსტატი  იგორ ლისი (2635) იქნება.

საქართველოს  წარმომადგენლების ტექნიკური შედეგები:

1.ივან ჩეპარინოვი       (2683) – 5,5(8)

2.ბაადურ ჯობავა        (2622)  -3  (გამოეთიშა ასპარეზობას)

3.ლევან ფანცულაია    (2611) – 6 (8)

4.ლუკა პაიჭაძე           (2576)  - 4 (8)

5.დავიდ არუთიანი    (2555) – 5 (8)

6.გიგა ყუფარაძე         (2501) – 4,5 (8)

7.ნოე თუთისანი         (2467) – 4,5 (8)

8.ნიკოლოზ პეტრიაშვილი (2465) – 4 (8)

9.ნიკოლოზ კაჭარავა  (2424) -  4 (8)

10.ლუკა ობოლაძე      (2340) - 3 (8)

ვაჟთა შორის ევროპის რიგით მე-20 ჩემპიონატიმა მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში მიმდინარეობს.ასპარეზობაზე  ერთმანეთს 42 ქვეყნის 361 მოჭადრაკე  შვეიცარული სისტემით 11 ტურად ეჯიბრება. ტურნირის საპრიზო ფონდი 100 000 ევროს შეადგენს, ასევე პირველ 22 ადგილზე გასული მონაწილეები მსოფლიო თასის საგზურებით დაჯილდოვდებიან. პარტიები 18 მარტიდან ადგილობრივი დროით 15:00 საათზე იწყება,ხოლო დასკვნითი, ბოლო ტური 30 მარტს, 13:00 საათზე გაიმართება.

ჩემპიონატის ოფიციალური ვებგვერდი

პარტიების ჩვენება ანალიზით

ქართველ მონაწილეთა ტექნიკური შედეგები

  • Title: ლიდერს ნახევარი ქულით ჩამორჩება!
  • Posted by:
  • Date: 27-03-2019 4:10 AM
  • Tags:
Top