930x90 Website name and slogan

Blogs

Sophie Nikoladze's picture

”საქართველოს გრან-პრის გათამაშება-2019” (II ეტაპი) სწრაფ ჭადრაკში ქალთა შორის

 

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

3-4 აპრილი, 2019 წ.  თბილისი, ჭადრაკის სასახლე

1. მიზანი და ამოცანები:

   საქართველოში ჭადრაკის შემდგომი პოპულარიზაცია.

სწრაფ ჭადრაკში საქართველოს გრან-პრის II ეტაპის გამარჯვებულების  გამოვლენა.

2.  ჩატარების  ვადები  და  ადგილი:

  03.04-04.04. 2019 წ.  თბილისი, ჭადრაკის სასახლე.

3.  მონაწილენი:

- ტურნირში დაიშვება  საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წევრი ყველა მსურველი, ვისაც

აქვს საერთაშორისო რეიტინგი.

- ღონისძიებაში მონაწილეობისათვის სავალდებულოა საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის                     

2019 წლის საწევროს გადახდა.  სამივლინებო ხარჯებს გაიღებენ მიმავლინებელი

ორგანიზაციები.

- სამივლინებო ხარჯებს (მგზავრობა, დაბინავება, კვება, სატურნირო და საწევრო შესატანებს)

გაიღებენ მიმავლინებელი ორგანიზაციები.

4.  სისტემა  და  დროის  კონტროლი:

    - ტურნირი გაიმართება ფიდეს წესებით, შვეიცარიული სისტემით 9 ტურად. 

    - თითოეულს 15 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე 10 წამის დამატებით.

5. თაი – ბრეიქი:

ორი ან რამოდენიმე მონაწილის მიერ თანაბარი რაოდენობის ქულების დაგროვების

შემთხვევაში ადგილები განაწილდება:

  1. ბუჰგოლცი-1(1 უდაბლესის გამოკლებით) ;
  2. ბუჰგოლცი (ყველა მეტოქის ქულათა ჯამი);
  3. მოგებების რაოდენობით;
  4. პროგრესი (რეგრესით).

6.  კვალიფიკაცია:

      ტურნირში დაითვლება ფიდეს რეიტინგი რაპიდში.

7.  რეგისტრაცია და სატურნირო შესატანი:

- მონაწილეებმა რეგისტრაციისას უნდა წარმოადგინონ ან გადმოაგზავნონ საქართველოს

ჭადრაკის ფედერაციის საბანკო ანგარიშზე სატურნირო შესატანის გადარიცხვის

დამადასტურებელი დოკუმენტები 2019 წლის  3 აპრილის 14:00 საათამდე:

ნატა ალავიძე. ელ-ფოსტა - n.alavidze64@gmail.com  მობ:  5-58 11-86-83.

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საბანკორეკვიზიტები:

    სს "თიბისი ბანკი"

    საბანკო ანგარიში: GE45TB0313936080100006GEL    საბანკო კოდი (მფო) – TBCBGE 22

- თითოეული მონაწილის სატურნირო შესატანია 15 ლარი (უნაღდო ანგარიშსწორებით).

- დიდოსტატები და საერთაშორისო ოსტატები განთავისუფლებულნი არიან  სატურნირო 

შესატანისგან.

8.  ტურნირის განრიგი:

ტური

თარიღი

დრო

რეგისტრაცია

3 აპრილი

11:00 – 14:00

I ტურის კენჭისყრა

3 აპრილი

14:30

გახსნა

3 აპრილი

15:00

I-V    ტური

3 აპრილი

15:00

VI-IX   ტური

4 აპრილი

15:00

დახურვა

4 აპრილი

 

 

9.    პრიზები : საპრიზო ფონდია:  1200 ლარი.

 

 

1

2

3

ქალები

500

300

200

ELO 2000<

100

 

 

ELO 1600<

100

 

 

 

 

   თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში საპრიზო ადგილები განაწილდება 

   კოეფიციენტით, მაგრამ  ფულადი პრიზები გაიყოფა თანაბრად.

   ყველა პრიზი დაიბეგრება საქართველოში მოქმედი ფინანსური  კანონმდებლობის   

   შესაბამისად.

10. გამარჯვებულები:

     - I ადგილზე გასული მოჭადრაკე დაჯილდოვდება თასით, მედლით და დიპლომით.

     - II და III ადგილზე გასული  მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან მედლებით და

დიპლომებით.

     - რეიტინგ კატეგორიებში გამარჯვებული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან დიპლომებით.

11. საერთო წესები:

ტურის დაწყებიდან15 წუთზე მეტის დაგვიანების შემთხვევაში მონაწილეს ჩაეთვლება წაგება.

ნებისმიერ მონაწილეს შესაბამისი პარტიის დასრულებიდან 10 წუთის განმავლობაში უფლება აქვს გაასაჩივროს მსაჯთა კოლეგიის გადაწყვეტილება სააპელაციო კომიტეტში, რომელიც არჩეული იქნება ტურნირის გახსნის ცერემონიაზე.

მონაწილე ვალდებულია წერილობით პროტესტთან ერთად საქართველოს ჭადრაკის ფედერაციაში გადაიხადოს 20 ლარი, რომელიც პროტესტის დაკმაყოფილების შემთხვევაში უკან დაუბრუნდება.

ტურნირის დირექტორი: საერთაშორისო ორგანიზატორი - დათო კოდუა                                                                                 

მთავარი მსაჯი:  საერთაშორისო არბიტრი - მარგალიტა თანდაშვილი

  • Title: ”საქართველოს გრან-პრის გათამაშება-2019” (II ეტაპი) სწრაფ ჭადრაკში ქალთა შორის
  • Posted by:
  • Date: 30-03-2019 1:45 AM
  • Tags:
Top