930x90 Website name and slogan

Blogs

Sophie Nikoladze's picture

სკოპიეში კონტინენტის ჩემპიონატი დასრულდა...

ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში დასრულდა  ევროპის პირადი ჩემპიონატი ვაჟთა შორის.

პირველობა გაინაწილეს და დამატებითი მაჩვენებლებით შემდეგნაირად განაწილდნენ:

1.ვლადისლავ არტემიევი (რუსეთი;2736)

2.ნილს გრანდელიუსი      (შვედეთი;2694)

8 ქულით და უკეთესი მაჩვენებლებით მესამე ადგილზე კასპერ პერუნი (პოლონეთი;2631) განთავსდა.

აღსანიშნავია, საქართველოს წარმომადგენელის ივან ჩეპარინოვის წარმატებული თამაში, რომელმაც 7,5 ქულა დააგროვა და მსოფლიო თასის საგზური მოიპოვა.ფატალურად არ გაუმართლა ლევან ფანცულაიას, რომელი მთელი ტურნირის განმავლობაში ლიდერთა შორის იყო და რომ არა ბოლო 2 ტურში განცდილი დასანანი მარცხი მას გაცილებით მაღალი შედეგის ჩვენება შეეძლო.

საქართველოს  წარმომადგენლების ტექნიკური შედეგები:

მე-14 ადგილი ივან ჩეპარინოვი       (2683) – 7,5 ქულა;

... ბაადურ ჯობავა         (2622)  - 3 ქულა...5 ტურის შემდეგ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გამოეთიშა ასპარეზობას.

69.ლევან ფანცულაია     (2611) – 6,5 ქულა;

150. ლუკა პაიჭაძე          (2576)  - 6 ქულა;

115.დავიდ არუთიანი    (2555) – 6 ქულა;

171.გიგა ყუფარაძე         (2501) – 5,5 ქულა;

189.ნოე თუთისანი         (2467) – 5,5 ქულა;

225.ნიკოლოზ პეტრიაშვილი (2465) – 5 ქულა;

169. ნიკოლოზ კაჭარავა  (2424) -  5,5 ქულა;

235.ლუკა ობოლაძე         (2340) – 5 ქულა;

ვაჟთა შორის ევროპის რიგით მე-20  ჩემპიონატი მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში მიმდინარეობს. ასპარეზობაზე ერთმანეთს 42 ქვეყნის 361 მოჭადრაკე  შვეიცარული სისტემით 11 ტურად ეჯიბრება. ტურნირის საპრიზო ფონდი 100 000 ევროს შეადგენს, ასევე პირველ 22 ადგილზე გასული მონაწილეები მსოფლიო თასის საგზურებით დაჯილდოვდებიან. პარტიები 18 მარტიდან ადგილობრივი დროით 15:00 საათზე იწყება,ხოლო დასკვნითი, ბოლო ტური 30 მარტს, 13:00 საათზე გაიმართება.

ჩემპიონატის ოფიციალური ვებგვერდი

პარტიების ჩვენება ანალიზით

ქართველ მონაწილეთა ტექნიკური შედეგები

 

  • Title: სკოპიეში კონტინენტის ჩემპიონატი დასრულდა...
  • Posted by:
  • Date: 30-03-2019 2:52 AM
  • Tags:
Top