930x90 Website name and slogan

Blogs

Sophie Nikoladze's picture

2 ტურის შემდეგ...

ანტალიაში მიმდინარე ევროპის ქალთა ჩემპიონატზე 2 ტურის შემდეგ ქულათა მაქსიმუმით 8 მოჭადრაკე დაწინაურდა, მათ შორისაა შოტლანდიის სახელით მოასპარეზე ქეთევან არახამია-გრანტი.

ლიდერთა ჯგუფს ნახევარი ქულით ჩამორჩებიან: ნანა ძაგნიძე,ბელა ხოტენაშვილი,ნინო ბაციაშვილი და სალომე მელია.

ტექნიკური შედეგები:

1.ნანა ძაგნიძე     (2513) – 1,5 ქულა;

2.ბელა ხოტენაშვილი (2479)- 1,5 ქულა;

3.ნინო ბაციაშვილი  (2453) -1,5 ქულა;

4.მერი არაბიძე          (2399) -0,5 ქულა;

5.სალომე მელია        (2393) -1,5 ქულა;

6.სოფიკო ხუხაშვილი (2342) -1 ქულა ;

7.მირანდა მიქაძე        (2266) -0,5 ქულა;

8.ეკატერინე ფიფია    (1936)  -0,5 ქულა;
აღსანიშნავია, რომ ჩემპიონატის სატურნირო რეიტინგ-სიის  მე-2 და მე-3 ნომრად ქართველი მოჭადრაკეები არიან განთესილები: 2017 წლის ევროპის ჩემპიონი ნანა ძაგნიძე და ბელა ხოტენაშვილი.
შეჯიბრი შვეიცარიული სისტემით 11 ტურად გაიმართება და მისი საპრიზო ფონდი 60 ათასი ევროს შეადგენს, საიდანაც გამარჯვებული 10 ათასს მიიღებს. 14 საუკეთესო კი მსოფლიოს თასის საგზურს მოიპოვებს.

ფოტოგალერეა

ტექნიკური შედეგები

ოფიციალური ვებგვერდი

 

  • Title: 2 ტურის შემდეგ...
  • Posted by:
  • Date: 13-04-2019 3:04 AM
  • Tags:
Top