930x90 Website name and slogan

Blogs

Sophie Nikoladze's picture

სენიორებმა გვასახელეს!

მესამედ მოიპოვა ევროპის ჩემპიონობა 50+ წლამდე ვაჟთა შორის საერთაშორისო დიდოსტატმა ზურაბ სტურუამ!

თბილისელმა დიდოსტატმა 9-დან 7.5 ქულა დააგროვა და სერბ მილოშ პავლოვიჩთან ერთად პირველ-მეორე ადგილები გაინაწილა, დამატებითი მაჩვენებლებით კი, ოქროს მედალი დაისაკუთრა. ამავე კატეგორიაში გიული ალიხანაშვილმა  4.0 ქულით 34-ე შედეგი დააფიქსირა.

65+ ქალთა შეჯიბრში შესანიშნავად იასპარეზა სხვადასხვა წლებში 5-გზის მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულმა თამარ ხმიადაშვილმა. მან   6.0 ქულით მე-2  საპრიზო ადგილი დაიკავა.

 5,5 ქულით მე-4 ადგილზე ლეგენდარული  ნონა გაფრინდაშვილი  გავიდა.

65+ ღია კატეგორიაში ვარლამ ვეფხვიშვილმა 5.0 ქულით მე-17 საფეხურზე  განთავსდა.

ტექნიკური შედეგები

  • Title: სენიორებმა გვასახელეს!
  • Posted by:
  • Date: 15-04-2019 2:59 AM
  • Tags:
Top