930x90 Website name and slogan

Blogs

Sophie Nikoladze's picture

მესამე ადგილზე გადაინაცვლა!

ანტალიაში მინდინარე ქალთა შორის ევროპის რიგით მე-20 ჩემპიონატის მეხუთე ტურში, ბელა ხოტენაშვილმა თეთრებით უკრაინელი იულია ოსმაკი დაამარცხა  44-ე სვლაზე  და 4 ქულით სატურნირო  ცხრილში მესამე ადგილზე  გადაინაცვლა! მომდევნო ტურში მისი მეტოქე კვლავ უკრაინის წარმომადგენელი ინა გაპონენკო იქნება.

ქართველ  მონაწილეთა ტექნიკური შედეგები:

28. მერი არაბიძე - 3,5 ქულა
43. ნინო ბაციაშვილი - 3
53. სალომე მელია - 3
55. სოფიკო ხუხაშვილი - 3
60. მირანდა მიქაძე - 2,5
61. ნანა ძაგნიძე - 2,5
116. ეკატერინე ფიფია - 1,5

აღსანიშნავია, რომ ჩემპიონატის სატურნირო რეიტინგ-სიის  მე-2 და მე-3 ნომრად ქართველი მოჭადრაკეები არიან განთესილები: 2017 წლის ევროპის ჩემპიონი ნანა ძაგნიძე და ბელა ხოტენაშვილი.
შეჯიბრი შვეიცარიული სისტემით 11 ტურად გაიმართება და მისი საპრიზო ფონდი 60 ათასი ევროს შეადგენს, საიდანაც გამარჯვებული 10 ათასს მიიღებს. 14 საუკეთესო კი მსოფლიოს თასის საგზურს მოიპოვებს.

ფოტოგალერეა

ტექნიკური შედეგები

ოფიციალური ვებგვერდი

  • Title: მესამე ადგილზე გადაინაცვლა!
  • Posted by:
  • Date: 16-04-2019 3:13 AM
  • Tags:
Top