930x90 Website name and slogan

Blogs

Sophie Nikoladze's picture

პირველი რესპუბლიკის თასი

3 მაისს,მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლის სარკეებიან დარბაზში ‘პირველი რესპუბლიკის თასის’ გათამაშება გაიმართა სწრაფ ჭადრაკში. მონაწილეობდნენ სხვადასხვა პროფესიის , ჭადრაკის მოყვარული და ვეტერანი მოჭადრაკეები:  მწერლები, მეცნიერები, ჟურნალისტები, პოლიტიკოსები და ა.შ.

ღონისძიება ეროვნული სასახლის დირექტორმა, თიკა რუხაძემ გახსნა, მან მოზარდებისთვის ჭადრაკის მნიშვნელობაზე ისაუბრა, წარმატება უსურვა ტურნირში მონაწილე გუნდებს და მადლობა გადაუხადა ღონისძიების მხარდამჭერებს, ასევე ეროვნული სასახლის ვ. ქარსელაძის სახელობის საჭადრაკო სკოლის საუკეთესო პედაგოგები- მზია ლოლიშვილი და ვაჟა გორგაძე მადლობის სიგელით დააჯილდოვა.

ასპარეზობა 16 გუნდს შორის ოლიმპიური სისტემით გაიმართა. დაძაბულ, ფინალურ ბრძოლაში გუნდმა ‘მასწავლებელი’(მაკა მაჩიტიძე, გია სიხარულიძე, გია მურღულია,მიხეილ გაბესკირია) დაამარცხა ‘ნტნ’ (ანასტასია ქოქიაშვილი, საბა ლომსაძე, ზურაბ გონგლიაშვილი, გიორგი სანიკიძე) და პირველი რესპუბლიკის თასი მოიპოვა!

ღონისძიების ფარგლებში მომზადდა საჭადრაკო თემაზე შექმნილი დოკუმენტური ფილმის ჩვენება და ჭადრაკის ისტორიის ამსახველი ფოტოგამოფენა. ღონისძიება გააფორმა მევიოლინეთა ანსამბლმა ‘სი – მი’ და ეროვნული სასახლის ფოლკლორულმა ანსამბლებმა ‘დარიალი’ და ‘ალიონი’.

  • Title: პირველი რესპუბლიკის თასი
  • Posted by:
  • Date: 04-05-2019 5:12 PM
  • Tags:
Top