930x90 Website name and slogan

Blogs

Sophie Nikoladze's picture

საქმიანი შეხვედრა...

თბილისის ჭადრაკის სასახლეში საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტ გიორგი გიორგაძესა და გურიაში სახელმწიფო რწმუნებულ ზურაბ ნასარაიას შორის საქმიანი შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის მიზანი მხარეში ჭადრაკის პოპულარიზაცია-განვითარებისათვის სამუშაო გეგმის განხილვა გახლდათ.  აღსანიშნავია, რომ 3 მაისს ლანჩხუთში შესაბამისი ინფრასტრუქტურით აღჭურვილი თანამდროვე საჭადრაკო კლუბი გაიხსნა, ფედერაციამ ადგილობრივ ჭადრაკის მოყვარულებს საჭადრაკო ინვენტარი და ლიტერატურა  უსახსოვრა. აგრეთვე დაისახა სამომავლო გეგმა ოზურგეთში საჭადრაკო კლუბის გახსნაზე.

  • Title: საქმიანი შეხვედრა...
  • Posted by:
  • Date: 10-05-2019 8:22 PM
  • Tags:
Top