930x90 Website name and slogan

Blogs

Sophie Nikoladze's picture

ვიზიტი სვანეთში

საქართველოს ჭადრაკის  ფედერაციის  ერთ-ერთი წარმატებული პროექტის - რეგიონებში ჭადრაკის განვითარების ფარგლებში ფედერაციის  წარმომადგენლები სვანეთს ეწვივნენ.

მესტიის მუნიციპალიტეტის გამორჩეულ თემს ‘ბეჩოს’ საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის  პრეზიდენტი გია გიორგაძე და   ლეგენდარულ ჩემპიონთა გუნდის წევრი  ნანა იოსელიანი (ამჟამად   ფედერაციის  გამგეობის რეგიონული კომისიის თავჯდომარე)   ესტუმრნენ.  თემში ფუნქციონერებს სხვადასხვა სპორტული თუ შემოქმედებითი წრეები. მოსახლეობის ინიციატივით შექმნილია სოფლის განვითარების ცენტრი ‘ლალხორი’ .

ბეჩოს თემის გამგებლის და ბეჩოს განვითარების ცენტრის ინიციატივით თემის ორ სოფელში გაიხსნა საჭადრაკო კერა სადაც ლუიზა გუჯეჯიანის ხელმძღვანელობით  40-მდე ბავშვი დაეუფლება ჭადრაკს. საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა მათ სპეციალური  ლიტერატურა,საოფისე და საჭადრაკო ინვენტარი გადასცა  საჩუქრად.  

ვიზიტის ფარგლებში სოფელ იელის მოძღვრის არჩილ (ბურჯანაძე) ორგანიზებით  სოფელ ლატალში გაიმართა ტურნირი სწრაფ ჭადრაკში 5 ასაკობრივ კატეგორიაში. ასპარეზობაზე 55 ნორჩი მოჭადრაკე მონაწილეობდა. ხოლო  გამარჯვებულებს  ფედერაციის სპეციალური პრიზები  გადაეცათ.

ღონისძიების დასასრულს  მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადების ხუთგზის გამარჯვებულმა  ნანა იოსელიანმა  ერთდროული თამაშის სეანსი გამართა.

ტურნირის  საპატიო სტუმარმა, მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებელმა  კახა ჟორჟოლიანმა, აღნიშნა რომ დაგეგმილია მესტიაში საჭადრაკო კლუბის გახსნა და  ტურნირის ორგანიზება.

ვიდეო

ფოტოგალერეა

  • Title: ვიზიტი სვანეთში
  • Posted by:
  • Date: 13-05-2019 8:01 PM
  • Tags:
Top