
დიდი წარმატებით იასპარეზა საერთაშორისო დიდოსტატმა თორნიკე სანიკიძემ აზერბაიჯანის ნახიჭევანში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე! ქართველმა დიდოსტატმა 9-დან 6,5 ქულით მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა და საკუთარ ელო-რეიტინგს 11 ქულა შემატა.პირველ ადგილზე თემურ გარეევი (აშშ;2560) გავიდა 7,5 ქულით, ხოლო მეორეზე ნიჟატ აბასოვი (აზერბაიჯანი;2633) 7 ქულით.
მთავარი ასპარეზობის პარალელურად გამართულ ‘B’ ტუნირში ქალთა შორის საუკეთესო შედეგი მარიამ თევზაძემ დააფიქსირა.

- Title: წარმატებით იასპარეზა!
- Posted by:
- Date: 11-05-2019 8:12 PM
- Tags: