930x90 Website name and slogan

Blogs

Sophie Nikoladze's picture

ელვისებურ ჭადრაკში ჩინელებმა იმარჯვეს...

ჩინეთის ჰენშუი  რიგით  მეოთხე, მსოფლიო ინტელექტუალური თამაშებს მანსპიძლობს შემდეგ დისციპლინებში: სწრაფი და ელვისებური ჭადრაკი, ბრიჯი, გო,შაში, სიანცში.

ასპარეზობაზე 36 ქვეყნის 170 მოთამაშე მონაწილეობს.შეჯიბრში საქართველოს სახელით ასპარეზობენ: ნანა ძაგნიძე, ბელა ხოტენაშვილი, ივან ჩეპარინოვი.

დღეს დასრულდა ტურნირი ელვისებურ ჭადრაკში. ასპარეზობა 16 მონაწილეს შორის შვეიცარული სისტემით 11 ტურად გაიმართა.

ქალთა შორის პირველობა  მანსპიძელთა წარმომადგენელმა ლეი ტინგჟიმ (2572) და ალექსანდრა  კოსტენიუკმა (რუსეთი;2568) გაინაწილეს 15-15 ქულით. დამატებითი მაჩვენებლებით ოქროს მედალს ჩინელი დიდოსტატი დაეპატრონა.

ქულანახევრით ჩამორჩა და მესამე საპრიზო ადგილზე ასევე მასპინძელი ტან ჟონგი (2525)  გავიდა.

 ნანა ძაგნიძე  10 ქულით ქულით მე-10 ადგილზე გავიდა, ხოლო ბელა ხოტენაშვილი 7,5  ქულით  მე-16 ადგილზე.

ვაჟთა შორის პირველობა 14,5 ქულით დამაჯერებლად დაისაკუთრა  ბუ ხიანგზიმ (ჩინეთი;2832). გამარჯვებულს ერთი ქულით ჩამორჩა ანტონ კორობოვი (უკრაინა’2789). 13  ქულით კვარცხლბეგის მესამე საფეხურზე რიჩარდ რაპორტი (უნგრეთი;2776) განთავსდა. საქართველოს სახელით მოასპარეზე  ივან ჩეპარინოვი (2614) 8 ქულით მე-15 ადგილზე გავიდა.

ოფიციალური ვებგვერდი

  • Title: ელვისებურ ჭადრაკში ჩინელებმა იმარჯვეს...
  • Posted by:
  • Date: 18-05-2019 10:29 PM
  • Tags:
Top