930x90 Website name and slogan

Blogs

Sophie Nikoladze's picture

II ღია ტურნირი ელვისებურ ჭადრაკში

 

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

15 ივნისი  2019 წელი

1. მიზანი და ამოცანები:

 მოსახლეობაში ჭადრაკის პოპულარიზაცია.

2. ჩატარების  ვადები  და  ადგილი:

 თბილისი, „ჭადრაკის დედოფლის აკადემია“, დიდი დიღომი, გიორგი ბრწყინვალეს 32

    - 15 ივნისი, 2019წ. 16:00 სთ.  

3.  მონაწილეები:

 ტურნირში დაიშვება  ყველა ასაკის მოჭადრაკე.

4.  სისტემა  და  დროის  კონტროლი:

- ტურნირი გაიმართება ფიდეს წესებით, შვეიცარიული სისტემით 11 ტურად. აუცილებლობის შემთხვევაში ტურნირის ჩატარების სისტემას განსაზღვრავს ორგანიზატორი. 

- თითოეულ მონაწილეს ეძლევა 3 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე 2 წამის დამატებით.

5. საპრიზო ადგილების განაწილება

ორი ან რამოდენიმე მონაწილის მიერ თანაბარი რაოდენობის   ქულების დაგროვების შემთხვევაში ადგილები განაწილდება შემდეგი მაჩვენებლების მიხედვით:

 1.ბუჰგოლცი-1 (1 უდაბლესის გამოკლებით);

 2.ბუჰგოლცი (ყველა მეტოქის ქულათა ჯამი);

 3.მოგებათა რაოდენობა;

 4.პროგრესი (რეგრესით)

6.  რეგისტრაცია და სატურნირო შენატანი:

- რეგისტრაცია დაიწყება 15 ივნისს 15.00-ზე. მონაწილეებმა რეგისტრაციისას უნდა წარმოადგინონ ან ელ-  ფოსტაზე გადმოაგზავნონ აკადემიის საბანკო ანგარიშზე სატურნირო შენატანის გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი ტურნირის ჩატარების დღეს 15:00 საათიდან 15:45 საათამდე.

ელ-ფოსტა - maiachessacademy@gmail.com

„ჭადრაკის დედოფლის აკადემია“   საბანკო  რეკვიზიტები:

სს თიბისი ბანკი                GE73TB7791736020100003 GEL

სს  „საქართველოს ბანკი“  GE89BG0000000161325825 GEL

- თითოეული მონაწილის სატურნირო შენატანია 10 ლარი   (უნაღდო ანგარიშსწორებით).

- დიდოსტატები და საერთაშორისი ოსტატები გათავისუფლებული არიან სატურნირო   შენატანისგან.

7.  პრიზები:

საპრიზო ფონდი შეადგენს 600 ლარს

პრიზები შემდეგნაირად განაწილდება:

  I II  III
ღია 120 90 60
ქალები 80 50  40
U12 ჭაბუკები  40    
U12 გოგონები 40    
U1800 40    
მოყვარულები 40    

თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში პრიზი არ იყოფა.

- ერთი და იგივე მონაწილის მიერ ორი პრიზის მოპოვების       

   შემთხვევაში პრიზიორს გადაეცემა მხოლოდ ერთი, მეტი  რაოდენობის ფულადი ჯილდო.

- ყველა პრიზი დაიბეგრება  საქართველოში მოქმედი       ფინანსური კანონმდებლობის შესაბამისად.  

ტურნირის დირექტორი და მთავარი მსაჯი: საერთაშორისო არბიტრი - სოფიო ნიკოლაძე      

ტრანსპორტი სათამაშო დარბაზამდე:

ავტობუსი: N14;15;21;54

სამარშრუტო ტაქსი:N41;42;73;78;192;193;

 

  • Title: II ღია ტურნირი ელვისებურ ჭადრაკში
  • Posted by:
  • Date: 10-06-2019 1:10 PM
  • Tags:
Top