
10 აპრილს, კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე სპორტის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ჩატარდა სპორტული ღონისძიებები დევიზით - იცხოვრე სპორტით!
სპორტული ფედერაციების ორგანიზებით მოეწყო საჩვენებელი გამოსვლები შემდეგ სახეობებში: ჭადრაკი, აღმოსავლური ორთაბრძოლები - უშუ, კარატე, კონტაქტური კარატე, ქართული ჭიდაობა, ხრიდოლი, საცხენოსნო სპორტი, ჩერლიდინგი, ასევე საჩვენებელი პროგრამით მაყურებლის წინაშე წარსდგნენ შავფაროსნები.

- Title: სპორტის საერთაშორისო დღე
- Posted by:
- Date: 11-04-2016 7:14 PM
- Tags: