930x90 Website name and slogan

Blogs

Sophie Nikoladze's picture

ვახტანგ ქარსელაძის მემორიალი 7, 8, 10, 12 და 14 წლის მოჭადრაკეებს შორის (გუნდური)

დ   ე   ბ   უ   ლ   ე   ბ   ა

20. 06-27.06.2019 წ. ქ. თბილისი, ჭადრაკის სასახლე

  1. მიზანი და ამოცანები:
  • საქართველოს რეგიონებში ჭადრაკის შემდგომი პოპულარიზაცია.
  • საქართველოს მწვრთნელთა უძლიერესი გუნდების გამოვლენა.
  • სისტემა და კვალიფიკაცია: ჩემპიონატი ტარდება ფიდეს წესებით, შვეიცარული სისტემით,   7 ტურად. აუცილებლობის  შემთხვევაში ჩატარების სისტემას განსაზღვრავს ორგანიზატორი.

რეიტინგიან მოჭადრაკეთა 30%-ზე მეტი რაოდენობის შემთხვევაში ტურნირში დაითვლება  ფიდეს რეიტინგი.

  1. მონაწილენი:

3.1 ტურნირში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წევრებს: 

7 წლამდე - 2012 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულ ჭაბუკებს და გოგონებს;  

8 წლამდე - 2011 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულ ჭაბუკებს და გოგონებს;

   10 წლამდე - 2009 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულ ჭაბუკებს და გოგონებს;

   12 წლამდე - 2007 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულ ჭაბუკებს და გოგონებს;

   14 წლამდე - 2005 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულ ჭაბუკებს და გოგონებს.     

3.2 გუნდის შემადგენლობა განისაზღვრება 4 მონაწილით:

- I-III დაფა - ჭაბუკები, IV დაფა - გოგონა.

     - გუნდს აკომპლექტებს მწვრთნელი, რომელიც ბოლო 6 თვის განმავლობაში მაინც წვრთნის

გუნდის წევრებს (საბოლოო რეგისტრაციისას ამ პუნქტის დარღვევის შემთხვევაში გუნდი

მოიხსნება ტურნირიდან სატურნირო შესატანის დაბრუნების გარეშე). გუნდის მწვრთნელებს

შეუძლიათ გადაუგზავნონ ტურნირის სამანდატო კომისიას გუნდის განაცხადი  გადამოწმების

მიზნით 16 ივნისის 18:00 საათამდე  - ელ ფოსტა geo.chess.event@gmail.com.                               

                   სამანდატო კომისიის შემაჯამებელი სხდომა გაიმართება 18 ივნისს 17:00 საათზე ჭადრაკის

                   სასახლეში. დასწრება შეუძლია ნებისმიერ მწვრთნელს.

სამანდატო კომისიის მიერ ხარვეზების აღმოჩენის შემთხვევაში მწვრთნელებს ექნებათ

განაცხადის შესწორების შესაძლებლობა საბოლოო რეგისტრაციის ვადის ამოწურვამდე.

სამივლინებო ხარჯებს გაიღებენ მიმავლინებელი ორგანიზაციები.      

  1. რეგისტრაცია და სატურნირო შესატანი:

გუნდის მწვრთნელებმა რეგისტრაციისას უნდა წარმოადგინონ ან გადმოაგზავნონ გუნდის

საბოლოო განაცხადი დაფების მიხედვით (დანართი 1), გუნდის წევრების დაბადების მოწმობის

ასლი, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საბანკო ანგარიშზე ჩემპიონატის სატურნირო

შესატანის გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი 2019 წლის  19 ივნისის 18.00 საათამდე:

ნატა ალავიძე: -ელ-ფოსტა - n.alavidze64@gmail.com  მობ:  558 11 86 83

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საბანკო  რეკვიზიტები:

             სს "თიბისი ბანკი"

             საბანკო ანგარიში: GE45TB0313936080100006GEL    საბანკო კოდი (მფო) – TBCBGE 22

         -  რეგისტრაციის ბოლო ვადაა  2019 წლის  19 ივნისის 18.00 საათი.

  -  თითოეული გუნდის  სატურნირო შესატანია 40 ლარი (უნაღდო ანგარიშსწორებით).

  - დაგვიანებული რეგისტრაციის შემთხვევაში სატურნირო შესატანია 80 ლარი (უნაღდო

   ანგარიშსწორებით).

         - რეგისტრაციის ბოლო ვადის დარღვევის შემთხვევაში ორგანიზატორს უფლება აქვს არ

  დაარეგისტრიროს გუნდი, რომელმაც დაარღვია რეგისტრაციის ვადები.

  1. დროის კონტროლი: ყოველ პარტიაზე თითოეულ მონაწილეს მიეცემა 50 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე (პირველი სვლიდან) 10 წამის დამატებით.
  1. განრიგი:

ტური

დღე

საათი

(8 წ. და 12 წ.)

დღე

საათი

(7, 10 წ. და 14 წ.)

კენჭისყრა

21 ივნისი

10.30

21 ივნისი

13.30

გახსნა

21 ივნისი

11.00

21 ივნისი

14.00

I    ტური

21 ივნისი

11.00

21 ივნისი

14.00

II  ტური

22 ივნისი

11.00

22 ივნისი

14.00

III  ტური

23 ივნისი

11.00

23 ივნისი

14.00

IV ტური

24 ივნისი

11.00

24 ივნისი

14.00

V   ტური

25 ივნისი

11.00

25 ივნისი

14.00

VI  ტური

26 ივნისი

11.00

26 ივნისი

14.00

VII ტური

27 ივნისი

11.00

27 ივნისი

14.00

დახურვა

27 ივნისი

16.00

27 ივნისი

16.00

 

  1. გამარჯვებულთა გამოვლენა:

- გამარჯვებული გუნდები გამოვლინდებიან მატჩების ქულათა საერთო რაოდენობის მიხედვით.

მატჩის მოგება განისაზღვრება - 2 ქულით, წაგება - 0 ქულით, ფრე - 1 ქულით.

- შვეიცარიულ სისტემაში Buy -ის შემთხვევაში გუნდს ეწერება მატჩის 2 ქულა, ასევე ქულათა საერთო

ჯამს ემატება 2 ქულა.

  1. თაი – ბრეიქი: ორი ან მეტი გუნდის მიერ მატჩის ქულათა თანაბარი რაოდენობის დაგროვების    შემთხვევაში ადგილები განაწილდება:

1. ქულათა საერთო ჯამის მიხედვით;                                                                                                                                                                                 

         2. ურთიერთშორის შეხვედრის შედეგით;                                                                                                                            

         3. ზონნებორნ-ბერგერის სისტემით;                                                                                                                        

         4. პირველი დაფის შედეგით (I დაფა, II დაფა, III დაფა და ა.შ.)                                                                                    

9.    დაჯილდოება:

-     I ადგილზე გასული გუნდები დაჯილდოვდებიან  თასებით. 

  • I – III ადგილზე გასული გუნდები დაჯილდოვდებიან მედლებითა და დიპლომებით.
  • I – III ადგილზე გასულ გუნდების მწვრთნელები დაჯილდოვდებიან მედლებითა და დიპლომებით.

-    ტურნირში შესაძლებელია სპორტული თანრიგის შესრულება.

10. საერთო წესები:

 -   ტურის დაწყებიდან  30 წუთზე მეტის დაგვიანების შემთხვევაში მონაწილეს ჩაეთვლება წაგება.

  -   მონაწილის ტურნირიდან არასაპატიო მიზეზით გათიშვის შემთხვევაში გათვალისწინებულია 

 სანქციები საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტის ბრძანების (#10. 20/01/2014 წ.)

შესაბამისად.

-   ნებისმიერ მონაწილეს შესაბამისი პარტიის დასრულებიდან 30 წუთის განმავლობაში უფლება

აქვს გაასაჩივროს მსაჯთა კოლეგიის გადაწყვეტილება სააპელაციო კომიტეტში, რომელიც

არჩეული იქნება ტურნირის გახსნის ცერემონიალზე.

მონაწილე ვალდებულია წერილობით პროტესტთან ერთად საქართველოს ჭადრაკის

ფედერაციაში გადაიხადოს 50 ლარი, რომელიც პროტესტის დაკმაყოფილების შემთხვევაში

უკან დაუბრუნდება.

              ტურნირის დირექტორი: საერთაშორისო ორგანიზატორი - დათო კოდუა.

              მთავარი მსაჯი: საერთაშორისო არბიტრი - მარგალიტა თანდაშვილი.            

    

  • Title: ვახტანგ ქარსელაძის მემორიალი 7, 8, 10, 12 და 14 წლის მოჭადრაკეებს შორის (გუნდური)
  • Posted by:
  • Date: 13-06-2019 4:26 PM
  • Tags:
Top