930x90 Website name and slogan

Blogs

Sophie Nikoladze's picture

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის განცხადება

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის განცხადება ტელეკომპანია ‘რუსთავი 2’ - ის სიუჟეტში ჭადრაკის თემასთან გასულ ინფორმაციასთან დაკავშირებით:

2019 წელს პირველად, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ინიციატივით საქართველოს სასკოლო ჩემპიონატის გამარჯვებულები და ვერცხლის პრიზორები დაჯილდოვდნენ შესაბამისი საგზურებით. საქართველოს სასკოლო ჩემპიონატის გამარჯვებულები დაფინანსდნენ თურქეთში, ანტალიაში (11-27.04), გამართულ მსოფლიოს სასკოლო ჩემპიონატზე, ხოლო ვერცხლის პრიზორები რუმინეთში, მამაიაში (30.05-9.06),  ჩატარებულ ევროპის სასკოლო პირველობაზე.

ანასტასია კირთაძე, როგორც საქართველოს სასკოლო ჩემპიონატის გამარჯვებული 11 წლამდე გოგონათა შორის დაფინანსდა მსოფლიო სასკოლო ჩემპიონატზე პირად მწვრთნელთან ერთად. სადაც მან ვერცხლის მედალი მოიპოვა. ამავე დროს ა. კირთაძე,როგორც საქართველოს ჩემპიონატის გამარჯვებული 10 წლამდე ასაკის გოგონათა შორის, ფედერაციის ხელშეწყობით (სრული დაფინანსებით) გაემგზავრება ევროპის ჩემპიონატზე (01-11.08. ბრატისლავა,სლოვაკეთი) პირად მწვრთნელთან ერთად.

ანასტასია კირთაძე სხვა ნიჭიერ ახალგაზრდებთან ერთად ჩართულია საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის დაქვემდებარებაში მყოფი თბილისის საერთაშორისო საჭადრაკო აკადემიის რეგიონებში ჭადრაკის განვითარების პროექტის ფარგლებში. ა. კირთაძეს უფინანსდება პირადი მწვრთნელი.

  • Title: საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის განცხადება
  • Posted by:
  • Date: 16-06-2019 2:44 AM
  • Tags:
Top