
ჩინეთის ქალაქ შაოხინგში სტარტი აიღო უძლიერესმა ქალთა ტურნირმა. ასპარეზობა შვეიცარული სისტემით 9 ტურად გაიმართება და მასში ორი ქართველი დიდოსტატი: ნანა ძაგნიძე და ნინო ბაციაშვილი მიიღებს მონაწილეობას.
შეჯიბრში 9 ქვეყნის 34 მოჭადრაკე მონაწილეობს, მათ შორის არიან: მსოფლიო ჩემპიონები სხვადასხვა წლებში - ანტოანეტა სტეფანოვა (ბულგარეთი),ალექსანდრა კოსტენიუკი (რუსეთი),ანა უშენინა (უკრაინა) და ტან ჟონგი (ჩინეთი).

- Title: ძაგნიძე და ბაციაშვილი ჩინეთში ასპარეზობენ...
- Posted by:
- Date: 10-07-2019 6:25 PM
- Tags: