930x90 Website name and slogan

Blogs

Sophie Nikoladze's picture

საერთაშორისო ტურნირი 'ბათუმი 2019'

22 ივლისს, ბათუმში,  სტარტი აიღო მასშტაბურმა ახალგაზრდულმა ფესტივალმა.

ღონისძიების ფარგლებში 5 ტურნირი გაიმართება (8,10,12,14 და 20 წლამდე) ჭაბუკთა და გოგონათა შორის. სულ ფესტივალზე   5 ქვეყნის: (საქართველო,გერმანია,საფრანგეთი,რუსეთი; სომხეთი) 120-მდე ახალგაზრდა მოჭადრაკე მონაწილეობს.

ტურნირის ფარგლებში დაგეგმილია ბევრი სხვადასხვა აქტივობა. მათ შორის:საჭადრაკო ვიქტორინა, ერთდროული თამაშის სეანსი და  ამხანაგური მატჩები გიგანტურ ჭადრაკთან.ასევე  27 ივლისს 15:00-ზე გაიმართება ღია ტურნირი ელვისებურ ჭადრაკში,სადაც ყველა მსურველს შეუძლია მონაწილეობის მიღება.

აღსანიშნავია, რომ  პირველად რეგიონში ჩატარებული საერთაშორისო ღია ტურნირების ისტორიაში, საქართველოს ფედერაციის მხარდაჭერით და საჭადრაკო ტელევიზიის პარტნიორობით ტურნირი პირდაპირ ეთერში ყოველდღიურ რეჟიმში გაშუქდება.

ტექნიკური შედეგები

  • Title: საერთაშორისო ტურნირი 'ბათუმი 2019'
  • Posted by:
  • Date: 24-07-2019 8:45 PM
  • Tags:
Top