930x90 Website name and slogan

Blogs

Sophie Nikoladze's picture

'ამ ბავშვებით საქართველო ამაყობს!'

დღეს პატარა ჩემპიონებს - 6 წლის დავით თათვიძეს და 9 წლის კესარია მგელაძეს შევხვდი, რომლებიც გახდნენ ევროპის ჩემპიონები ჭადრაკში, თავიანთ ასაკობრივ კატეგორიებში.

ამ ბავშვებით საქართველო ამაყობს!

მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო მათ მშობლებს და მწვრთნელებს, ასეთი უნიჭიერესი ბავშვების აღზრდისთვის.

საქართველო ჩემპიონების და განსაკუთრებული ნიჭის მქონე ადამიანების სამშობლოა და ეს ბავშვები ამის ნათელი მაგალითები არიან.

ეროვნული იდეის - განათლების რეფორმის ფარგლებში, ჩვენ დავიწყეთ სკოლებში საჭადრაკო წრეების აღდგენა.

მჯერა, რომ დათო, კესარია და მათი თანატოლები კიდევ ბევრჯერ გაგვახარებენ თავიანთი წარმატებით.

წყარო

  • Title: 'ამ ბავშვებით საქართველო ამაყობს!'
  • Posted by:
  • Date: 25-07-2019 11:52 PM
  • Tags:
Top