930x90 Website name and slogan

Blogs

Sophie Nikoladze's picture

'ევროპის ოქროს პაიკი'

31 ივლისს მონტე-კარლოში (მონაკო) ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტმა ზურაბ აზმაიფარაშვილმა მონაკოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტ ჟან-მიშელ რაპაირთან ერთად პრესკონფერენცია გამართა. ღონისძიების  მთავარი თემა - 'ევროპის ოქროს პაიკის' წარდგენა გახლდათ.

ამავე პრესკონფერენციას დაესწრო 'ევროპის ოქროს პაიკის' ბრილიანტის და  ევროპის საჭადრაკო კავშირის გენერალური სპონსორის, ქართული ინდუსტრიული კომპანია „აიგრუპის“ წარმომადგენელი გიორგი ხუროძე.

'ევროპის ოქროს პაიკი' სათავეს უდებს ახალ ტრადიციას და ყოველწლიურად სხვადასხვა სფეროში ევროპის საჭადრაკო სამყაროს საუკეთესო წარმომადგენლებს დააჯილდოებს.

დაჯილდოების პირველი წელი მიეძღვნება ევროპულელ ლეგენდებს  და მათი ღვაწლის წარმოჩენას ჭადრაკის განვითარება-პოპულარიზაციაში. 

პირველი წლის ნომინაციებია:

  • საუკეთესო ევროპელი საჭადრაკო რედაქტორი
  • საუკეთესო ევროპელი საჭადრაკო ჟურნალისტი
  • საუკეთესო ევროპელი ორგანიზატორი
  • საუკეთესო ევროპული საჭადრაკო პროექტი
  • საუკეთესო ევროპელი საჭადრაკო არბიტრი
  • სკოლებში ჭადრაკის განვითარების ევროპელი პიონერი
  • ყველა დროის ყველაზე პატარა ევროპელი მსოფლიო ჩემპიონი ჭადრაკში
  • ჭადრაკში შეტანილი განსაკუთრებული წვლილი
  • ჭადრაკის ლეგენდა (ქალი)
  • ჭადრაკის ლეგენდა (კაცი)

კონკურსს გარეშე:

  • საუკეთესო წიგნი (მხატვრული)
  • საუკეთესო ფილმი (მხატვრული)

უნდა აღინიშნოს, რომ 1903-1904 წლებში მონტე-კარლოს საერთაშორისო ტურნირების პრეზიდენტი გახლდათ ანდრია დადიანი, ცნობილი ქართველი მოჭადრაკე და ჭადრაკის მეცენატი.  

პირველი „ევროპის ოქროს პაიკი“ მონტე-კარლოში (მონაკო) 30 ნოემბერს გაიმართება.

 

  • Title: 'ევროპის ოქროს პაიკი'
  • Posted by:
  • Date: 01-08-2019 4:07 PM
  • Tags:
Top