930x90 Website name and slogan

Blogs

Sophie Nikoladze's picture

ელვისებურში - მეორე!

მეორე საპრიზო ადგილზე გავიდა საქართველოს ნაკრების ლიდერი ბაადურ ჯობავა არაბთა გაერთიანებული საემიროების დედაქალაქ აბუ-დაბიში გამართულ შეჯიბრზე ელვისებურ ჭადრაკში! ქართველმა დიდოსტატმა 11-დან 9 ქულა დააგროვა და ინდოელ პრაგნანადჰასთან ერთად  II - III ადგილი  გაინაწილა, თუმცა დამატებითი მაჩვენებლებით აჯობა კონკურენტს.ხოლო პირველობა 9,5 ქულით ირანელმა დიდოსტატმა პარჰამ მაგსუდლუმ  დაისაკუთრა.

ასპარეზობის მეორე ქართველმა მონაწილემ ლუკა პაიჭაძემ 8 ქულა დააგროვა და VIII –XV ადგილი გაიყო.

ტექნიკური შედეგები

  • Title: ელვისებურში - მეორე!
  • Posted by:
  • Date: 08-08-2019 1:07 AM
  • Tags:
Top