
ბრწყინვალედ იასპარეზა ქართული ჭადრაკის ლიდერმა ბაადურ ჯობავამ არაბთა გაერთიანებული საემიროების დედაქალაქ აბუ-დაბიში დასრულებულ უძლიერესს საერთაშორისო ტურნირზე! ბაადურმა, 9 შესაძლებლობიდან 7 პარტიაში გაიმარჯვა და მხოლოდ 2 შეხვედრაში დაზავდა მეტოქესთან! აღსანიშნავია, აგრეთვე ქართველი დიდოსტატის 33 სარეიტინგო ქულის მატება და ტურნირში ნაჩვენები მაღალი (2908) რეიტინგ-პერფომანსი!
გამარჯვებულს ერთი ქულით ჩამორჩა ნოდირბეკ იაკუბოევი (უზბეკეთი;2574),ხოლო მესამე ადგილზე 6,5 ქულით პარჰამ მაგსუდლუ (ირანი;2656) გავიდა.
ასპარეზობის მეორე ქართველმა მონაწილემ ლუკა პაიჭაძემ 5,5 ქულა დააგროვა და 23-ე ადგილზე გავიდა.

- Title: შედეგი ფანტასტიკის სფეროდან!
- Posted by:
- Date: 11-08-2019 12:14 AM
- Tags: