
ნოდარ ლორთქიფანიძის დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა თურქეთის ქალაქ სივასში გამართული საერთაშორისო ღია ტურნირი!
ბათუმელმა მოჭადრაკემ 9-დან 7 ქულა დააგროვა და ნახევარი ქულით გაასწრო კონკურენტებს.ასევე, ნოდარმა მეორედ შეასრულა საერთაშორისო ოსტატის ნორმა და საკუთარ ელო-რეიტინგს 34 ქულაც შემატა.
6,5-6,5 ქულით II-III ადგილები გაიყვეს და დამატებითი მაჩვენებლებით შემდეგნაირად განაწილდენ:
2.გიორგი ბაგატუროვი (2417);
3.მელის ანაბერდიევი (2518).
ასპარეზობა შვეიცარული სისტემით 9 ტურად გაიმართა და მასში 9 ქვეყნის 52 მოჭადრაკე მონაწილეობდა.

- Title: შესანიშნავად იასპარეზა!
- Posted by:
- Date: 26-08-2019 7:42 PM
- Tags: