930x90 Website name and slogan

Blogs

Sophie Nikoladze's picture

ქ. თბილისის ჩემპიონატი 14 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის

დ ე ბ უ ლ ე ბ ა         
03.10-10.10. 2019 წ. თბილისი, ჭადრაკის სასახლე
                               
1.  სისტემა: ტურნირი ტარდება ფიდე-ს წესებით, შცეიცარიული სისტემით 7 ტურად.
2.  დროის კონტროლი: თითოეულს 1 სთ. მთელ პარტიაზე, ყოველ სვლაზე 10 წმ. 
   დამატებით.
3.  მონაწილენი: ტურნირში დაიშვებიან თბილისის სკოლის მოსწავლე ჭაბუკები და 
   გოგონები დაბადებული 2005 წლის 1 იანვრის შემდეგ.
4.  კვალიფიკაცია: ტურნირში ფიდე-ს რეიტინგი არ დაითვლება.  
5.  სატურნირო შესატანი: 15 ლარი.                                                                      
6.  გამარჯვებულთა გამოვლენა: გამარჯვებულები გამოვლინდებიან ქულათა მეტი 
   რაოდენობის მიხედვით.
  - თაი-ბრეიქი: ორი, ან რამოდენიმე მონაწილის მიერ თანაბარი რაოდენობის 
    ქულების დაგროვების შემთხვევაში ადგილები განაწილდება: 
ა) ურთიერთშორის შეხვედრა;
ბ) ბუჰგოლცი - 1 (1 უდაბლესის გამოკლებით); 
ც) ბუჰგოლცი (ყველა მეტოქის ქულათა ჯამი);   
დ) შავებით ნათამაშევი პარტიების მეტი რაოდენობით;
ე) მოგებების მეტი რაოდენობით.
7. ტურნირის განრიგი:
ტური        დღე        საათი
რეგისტრაცია 3 ოქტომბერი 11.00-18.00
გახსნა 4 ოქტომბერი 15.00
I  ტური 4 ოქტომბერი 15.00
II    5 ოქტომბერი 15.00
III    6 ოქტომბერი 15.00
IV    7 ოქტომბერი 15.00
V    8 ოქტომბერი 15.00
VI    9 ოქტომბერი 15.00
VII  და დახურვა 10 ოქტომბერი 15.00
8. გამარჯვებულნი დაჯილდოვდებიან: 
I  ადგილი თასი, მედალი, სიგელი
II ადგილი მედალი, სიგელი
III ადგილი მედალი, სიგელი
- ტურის დაწყებიდან 30 წუთზე მეტის დაგვიანების შემთხვევაში მონაწილეს ჩაეთვლება წაგება.
რეგისტრაცია: ნატა ალავიძესთან  ტელ: 2-99-77-36,  მობ:  5-58 11 86 83.                   
ელ.ფოსტა: n.alavidze64@gmail.com
ტურნირის დირექტორი: თბილისის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი
საერთაშორისო ორგანიზატორი ზურაბ მიქაძე.
მთავარი მსაჯი: თბილისის ჭადრაკის ფედერაციის გენ. მდივანი  დავით კალმახელიძე.
  • Title: ქ. თბილისის ჩემპიონატი 14 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის
  • Posted by:
  • Date: 27-09-2019 4:34 PM
  • Tags:
Top