930x90 Website name and slogan

Blogs

Sophie Nikoladze's picture

საქართველოს გუნდური ჩემპიონატი ქუთაისელი მოჭადრაკეების გამარჯვებით დასრულდა!

ქუთაისში, პირველ  დეკემბერს აიღო სტარტი და შვიდ  დეკემბრამდე  გაგრძელდა  საქართველოს გუნდური პირველობა 'დავით ჩირაძის მემორიალი'   სამ (07;08;10) ასაკობრივ კატეგორიაში.

შეჯიბრების ორგანიზატორები:

ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობა, საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია და იმერეთის ჭადრაკის ფედერაცია,ხოლო მასპინძელი ა(ა)იპ ქუთაისის სპორტული გაერთიანების #16 მაია ჩიბურდანიძის სახელობის ჭადრაკის სასპორტო სკოლა.

 ჩემპიონატი შვეიცარული სისტემით 7 ტურად გაიმართა და 34 გუნდ (140-მდე მოჭადრაკე) მონაწილეობდა.

გამარჯვებული გუნდების მოჭადრაკეები და მათი მწვრთნელები I, II, III ხარისხის დიპლომებით, მედლებით, თასებით და ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ დაწესებული ფულადი ჯილდოებით ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ, ვიცე-მერმა დავით ერემეიშვილმა, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა გიორგი გიორგაძემ და იმერეთის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა ზაზა ლომინაძემ დააჯილდოეს.

7 წლამდე:

I   ადგილი - ‘მაია-7’ - გაბრიელ გაბადაძე,ლუკა გოგავა,ლუკა ჩიღვინაძე,ლილე ბუაძე;

II  ადგილი - ‘ცისარტყელა’ - ლაზარე შევრაშიანი.ნატა ბაღდოშვილი,,თეკლა არსენიძე,ანასტასია ქუთათელაძე;მწვრთნელი  ინგა კიკვიძე

III  ადგილი - ‘მაია’ - მათე ფხაკაძე,ლუკა მელუავა, ლიკა ხურციძე,ემილი ბუაძე;მწვრთნელი ხათუნა გუბელაძე

8 წლამდე:

I   ადგილი - ‘მხედარი’ - გაბრიელ გაბადაძე, ლუკა გოგავა,გიორგი სუპატაშვილი, ბარბარე აშოთია; მწვრთნელი გიორგი ტყეშელაშვილი;

II  ადგილი  - ‘ცისარტყელა’ - ნიკოლოზ ჩხაიძე,თომა იობიძე,,ანდრია ნურალოვი,ანასტასია ქუთათელაძე; მწვრთნელი ინგა კიკვიძე

III  ადგილი - ‘ბალახვანი’ - დავით თათვიძე,გაბრიელ თათვიძე,იოანე სვანიძე,ლიზი უგულავა;მწვრთნელი ნანა ჭეფხოძე

10 წლამდე:

I   ადგილი -  ‘მაია’ - ანასტასია კირთაძე, გიორგი გიორგაძე,ანასტასია პატარიძე,ქრისტინე ხვადაგიანი;მწვრთნელი გიორგი ტყეშელაშვილი

II  ადგილი - ‘ქუთაისი’ - ლევან ჩუბინიძე,გიორგი ჩალაძე,გიორგი არსენიძე,თეკლა კოღუაშვილი;მწვრთნელი ინგა კიკვიძე

III  ადგილი - ‘ბალახვანი-1’- ნიკოლოზ კაჭაკიძე,მათე ფხაკაძე,დავით თათვიძე,მართა ძნელაძე;მწვრთნელი ნანა ჭეფხოძე

 

  • Title: საქართველოს გუნდური ჩემპიონატი ქუთაისელი მოჭადრაკეების გამარჯვებით დასრულდა!
  • Posted by:
  • Date: 08-12-2019 9:03 PM
  • Tags:
Top